საზოგადოება

„დერეფნის ბოლოს კარია და იქ უკვე ბოქსირებული განყოფილებაა“ – რას წერს ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომელი?

„თუ არ გინდათ აქ მოხვედრა - დარჩით სახლში!“

„თუ არ გინდათ აქ მოხვედრა – დარჩით სახლში!“ – ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ბერიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ამ ფოტოს შემთხვევით არ ვდებ – ზურგს უკან, დერეფნის ბოლოს კარია და იქ უკვე ბოქსირებული განყოფილებაა…
ჰოდა, თუ არ გინდათ აქ მოხვედრა – დარჩით სახლში!…
P.S. იმედია, არ ჩამქოლავთ და არ გამატარებთ კრიტიკის ცეცხლში… თითქმის 3 თვეა ინფექციურ საავადმყოფოში 20 საათს მაინც ვატარებ (ფაქტიურად მეორე სახლია). ვიცი რა მდგომარეობაში არიან პაციენტები. როგორი რთულია ამ ვირუსის დამარცხება… როცა ვუახლოვდებით პიკს უნდა გამოვიჩინოთ გონიერება და დავრჩეთ სახლში“ – წერს გიორგი ბერიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close