საზოგადოება

დედაქალაქის საახალწლოდ გაფორმებაში ბიზნესი ჩაერთო – სხვადასხვა ორგანიზაციებმა საკუთარ თავზე აიღეს სკვერების, პარკების, საკუთარი ობიექტებისა და შენობების ფასადების მორთვა

2017 დავამკვიდრეთ კარგი ტრადიცია – თბილისის მერიის ორგანიზებითა და ინიციატივით, დედაქალაქის საახალწლოდ გაფორმებაში ბიზნესი ჩაერთო – სხვადასხვა ორგანიზაციებმა საკუთარ თავზე აიღეს სკვერების, პარკების, საკუთარი ობიექტებისა და შენობების ფასადების მორთვა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ბიზნეს სექტორი ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში და არც წლევანდელი წელია გამონაკლისი. ისინი უკვე თავად გვიკავშირდებიან, აქტიურობენ და გამოხატავენ მზაობას, რომ 2023 წელს თბილისი მათი მონაწილეობით კიდევ უფრო ლამაზი და საახალწლო განწყობის მატარებელი იყოს.

დიდი მადლობა ყველა კომპანიას ამ დამოკიდებულებისთვის და თანამშრომლობისთვის. “, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close