საზოგადოება

დარწმუნებული ვარ, რომ მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს – მეუფე დიმიტრი

“დარწმუნებული ვარ, რომ მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს ” – ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ განაცხადა, რომ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი ჟურნალისტზე ფიზიკურ და სიტყვიერ თავდასხმას ნანობს.

“საერთოდ, ძალადობა ყველაგან დასაგმობია, ეს ცხადზე უცხადესია. თავისთავად, არ იყო ეს ყველაფერი ლამაზი და დარწმუნებული ვარ, რომ მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს. საერთოდ რაც ხდება ამ ბოლო პერიდოში, ძალიან რთულია აღსაქმელი და მოსასმენია”, – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა მთავარი არხის ჟურნალისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close