საზოგადოება

„დარგში მომუშავე პროფესიონალების კატასტროფულ დეფიციტს განვიცდით“ – ნიკოლოზ ანთიძე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველო საბედნიეროდ უმდიდრესი ქვეყანაა კულტურული მემკვიდრეობით, მაგრამ ამ მემკვიდრეობაშიც გამორჩეული ძეგლები გვაქვს. ( არ ვაკნინებ ეროვნული მნიშვნელობის სტატუსის არმქონე ძეგლებს ). ვინაიდან დარგში მომუშავე პროფესიონალების კატასტროფულ დეფიციტს განვიცდით , ხოლო ვინც გვყავს ( ცენზიანი თუ უცენზო )) იმათი ნაწილი ვერ აცნობიერებს ამ ძეგლების მნიშვნელობას და ვხედავთ ზერელე დამოკიდებულებას ძეგლებისადმი, პირადად მე ჩავერთვე მონიტორინგის ფუნქციის შეთავსებით , ( სპეციალისტებთან ერთად რა თქმა უნდა) რათა უმკაცრესად წარიმართოს ხარისხის კონტროლი.
დღეს დარგში სპეციალისტების ნაკლებობის შესაბამისად დასაფიქრებელია გამოცხადდეს თუ არა რეაბილიტაციის პროცესებზე მორატორიუმი, მაგრამ მორატორიუმმა უფრო ცუდი შედეგი შეიძლება მოგვიტანოს. ( მათი ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების გამო)“ – წერს ნიკოლოზ ანთიძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close