საზოგადოება

დამძიმდა – ლევან ბეჟაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ

“მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა შინაარსობრივად, პოლიტიზებული არის ისედაც, რადგან მიხეილ სააკაშვილი განსაზღვრავს ქართული პოლიტიკის მიმდინარეობას და მისი ფიგურა ამ მდგენელისგან თავისუფალი არ არის, მაგრამ გათვალისწინებით მისი გადაწყვეტილებისა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ მოხდეს მისი ჩარევა პოლიტიკაში, გასაგებია ეს განცხადება და ამ შემთხვევაში, მოხდა თუ არა მისი მოწამვლა, რამდენად სრულყოფილად ახდენს ან ვერ ახდენს ხელისუფლება მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ამაზე მგონი ექიმები, შესაბამისი ექსპერტები დასკვნებს გააკეთებენ. საზოგადოებისთვის განმსაზღვრელი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვის წინ თავისი ფეხით შევიდა დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, დღემდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უცვლელია, დამძიმდა, ამაზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნები არსებობს და ბუნებრივია, ეს თემა საზოგადოებისთვის აქტუალურია, ამას ვერ დავემალებით. საზოგადოების, სახელმწიფოს ღირსების საქმეა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უზრუნველვყოთ და არ იყოს განცდა იმისა, რომ წამლავენ, განგებ აყენებენ არაადამიანურ მდგომარეობაში, ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია გაითვალისწინოს ის დასკვნები და რეკომენდაციები, რომელსაც დამოუკიდებელი ექსპერტები გააკეთებენ”, – აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close