საზოგადოება

დაკარგული გოგონას ოჯახმა სამანქანო გზა გადაკეტა

23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო ღონისძიებები მე-4 დღეა კვლავ გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 163-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმმობს.

ცნობისთვის, 23 წლის გოგოს ძებნა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ოჯახის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან ავტომობილით გავიდა. ბოლოს გოგონა კამერებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააფიქსირეს.

დღეს საღამოს გოგონას ოჯახმა საავტომობილო გზა გადაკეტა, ეფექტური სამძებრო ღონისძიებების ჩატარების მოთხოვნით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close