საზოგადოება

“დავით სოკოლოვის სახით თბილისმა ღირსეული შვილი დაკარგა”

კახა კალაძე ცნობილი ქართველი ჟურნალისტის და ტელეწამყვანის დავით სოკოლოვის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მინდა, სამძიმარი გამოვთქვა ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, წამყვანის, დავით სოკოლოვის გარდაცვალების გამო. მქონდა პატივი ბატონ დავითთან ურთიერთობის. ის იყო ნამდვილი თბილისელი, ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარდა ეს ქალაქი და იყო მისი დიდი გულშემატკივარი. დავით სოკოლოვის სახით, თბილისმა დაკარგა ღირსეული შვილი. სამძიმარს ვუცხადებ ბატონი დავითის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი 85 წლისა გარდაიცვალა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close