საზოგადოება

დაეხმარე მიუსაფარს – მათი სიცოცხლე ჩვენს ხელშია

“ისევ გამკაცრებული შეზღუდვები, ისევ საკვები წყაროების გარეშე დარჩენილი მიუსაფრები.
 მათთვის ზამთარი ისედაც ურთულესი პერიოდია გადასატანად. ყოველდღიურად უწევთ შიმშილთან, სიცივესთან ბრძოლა გადარჩენისთვის.
მშიერი ცხოველი სიცივეს ვერ ებრძვის და მარტივად იღუპება.
გვესმის, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დარჩა უმუშევარი და თავის გატანას ძლივს ახერხებს, მაგრამ მოგიწოდებთ ყველას შეძლებისდაგვარად, თუნდაც ერთი ნაჭერი პური უწილადეთ თქვენ გარშემო არსებულ მიუსაფრებს, მათი მოძებნა არ გაგიჭირდებათ, სამწუხაროდ ყველგან არიან.
GSPSA განსაზღვრულ ლოკაციებზე, არამარტო თბილისში, რეგიოენებშიც შეძლებისდაგვარად ცდილობს საკვების მიწოდებას ადამიანებისთვის, რომლებიც კვებავენ მიუსაფრებს, მაგრამ დახმარების მასშტაბი რა თქმა უნდა ფინანსურ ნაწიზე დიდწილადაა დამოკიდებული.
ახლა ისევ განსაკუთრებულად სჭირდებათ მიუსაფრებს ჩვენი დახმარება. თუ სურვილი და შესაძლებობა გაგაჩნიათ ჩაერთოთ “დაეხმარე მიუსაფარს” პროგრამის მიმდინარეობაში დეტალებს გაეცანით ვრცლად ქვემოთ

 GSPSA აგრძელებს საქველმოქმედო პროგრამას “დავეხმაროთ მიუსაფარს”, რომელიც 2020 წლის 20 მარტიდან მიმდინარეობს.
?

პროგრამა მიზნად ისახავს COVID-19-ის კრიზისისგან გამოწვეულ გაუსაძლის მდგომარეობაში ჩავარდნილი მიუსაფარი ცხოველების საკვებით დახმარებას და მათი ურთულესი ყოფის შემსუბუქებას.

?

მიზნობრივი ფინანსური შემოწირულობა შეგიძლიათ განახორციელოთ სასურველი გადმორიცხვის მეთოდით: http://gspsa.org.ge/donate/

გთხოვთ მიუთითოთ მიზნობრიობა: „მიუსაფრებისთვის“.

GSPSA – ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“
?

საქართველოს ბანკი –

მიმღების დასახელება: არაკომერციული რეგისტრირებული კავშირი (ასოციაცია)
„საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE94BG0000000166248000
?

თიბისი ბანკი – საბანკო კოდი – TBCBGE 22

მიმღების დასახელება – “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”
ვალუტა GEL – GE82TB79 8293 6080 1000 10
ვალუტა EUR – GE94 TB79 8293 6180 1000 04
ვალუტა USD – GE24 TB79 8293 6180 1000 03
საზოგადოება“ საიდენტიფიკაციო კოდი: 205171847
____________
 GSPSA-მ ამ პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 20 მარტიდან დაახლოებით 15 000 ლარის საკვები შეიძინა და მიაწოდა მიუსაფარ ცხოველებს.
პანდემიით გამოწვეული კარანტინის პერიოდის „დაეხმარე მიუსაფარს“ პროგრამის 4 თვიანი ანგარიში იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
 მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს, რომელმაც თუნდაც 1 ლარი შემოსწირა ამ კეთილ და მნიშვნელოვან საქმეს, ასევე ჩვენ უცხოელ მეგობრებს, რომლებსაც განსაკუთრებით აწუხებთ საქართველოში მყოფი ქუჩაში ბინადარი ცხოველების ბედი.
P.S ვთხოვთ და მოვუწოდებთ ცხოველების საკვების მწარმოებელ და შემომტან კომერციულ ორგანიზაციებს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დაგვეხმარონ მიუსაფარი ცხოველებისთვის შესაბამისი პროდუქციით.
გამოქვეყნდება პროგრამის მიმდინარეობის ყოველთვიური ანგარიში.
მადლობას გიხდით მიუსაფარი ცხოველების სახელით!”
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close