საზოგადოება

დააკვირდით, როგორ აკონტროლებს და აჩუმებს ვიღაც x ტიპი ექიმს – მელია (ვიდეო)

"კგბ-ს" მეთოდებით ადამიანი გამოიყვანეს, შეაცვლევინეს ჩვენება - დეკანოიძე

ნიკა მელია გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომხდარ ინციდენტს, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების მცდელობის მორიგ ძალადობრივ ფაქტსა და ჰოსპიტალის ექიმების განცხადებას ეხმაურება:

“უზნეო და ამორალური დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ გრძელდება. ისევ ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა. არაადამინური ზეწოლის შედეგად, ექიმ გოგორიშვილს ისე შეაცვლევინეს პოზიცია, სსრკ გაგახსენდებოდა!

დააკვირდით, როგორ აკონტროლებს და აჩუმებს ვიღაც x ტიპი ექიმს, ზედმეტი რომ არ წამოცდეს! არადა მისი პოზიცია მკაფიოა – სააკაშვილის რეაბილიტაცია თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი!

რაც უფრო უსინდისოდ მოიქცევით – მით უფრო მწვავე ფორმას მივცემთ პროტესტს!” – წერს ნიკა მელია.

იგივე თემაზე ხატია დეკანოიძემ განაცხადა:

“რამდენიმე წუთის წინ, პირდაპირ “კგბ-ს” მეთოდებით ადამიანი გამოიყვანეს, შეაცვლევინეს ჩვენება. მე მხედველობაში მყავს მთავარი ექიმი, ქალბატონი გოგორიშვილი, რომელმაც ნიკა გვარამიას განუცხადა ის, რაც განუცხადა, და მიუხედავად ამის, დღეს ჩვენს თვალწინ, ყველას თვალწინ, მთავარ ექიმთან და სუს-თან ერთად ეს ადამიანი იმყოფებოდა აქ, თქვენს წინაშე და აკეთებდა იმ განცხადებას, რომელიც მას უკარნახა სუს-მა და უკარნახა პენიტენციურმა სამსახურმა. მიუხედავად ამისა, მან მაინც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლებაზე. მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანის განცხადების გაკეთების დროს, მის გვერდით იდგნენ პენიტენციური სისტემისა და სუს-ის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივად მეთვალყურეობენ მიხეილ სააკაშვილს”.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close