Sliderრეგიონები

გურჯაანში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. მდინარე ნავთისხევი ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და როგორც შიდა, ასევე ცენტრალური მაგისტრალები დატბორა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია 20-მდე ავტომანქანა. ნაწილი დატბორილი ტერიტორიიდან უკვე გატანილია.

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა გურჯაანის ცენტრში. ათობით მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, რომელიც ცენტრალური მაგისტრალის გაწმენდას ცდილობს. ადგილზე ასევე არიან მეხანძრე-მაშველებიც, რომლებიც დატბორილ ტერიტორიებზე, მათ შორის სახლებში წყალს ტუმბავენ.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს უშუალოდ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ხელმძღვანელობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close