საზოგადოება

„გრძელი კოვიდი არის ვერაგი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ“

„გრძელი კოვიდი არის ვერაგი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ“ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ინტერვიუს გამოეხმაურა:

„პატივს ვცემ ქალბატონ თინას, რომ ასე საჯაროდ ისაუბრა ყველა პოსტკოვიდურ მდგომარეობაზე (გრძელ კოვიდზე)
✅კოვიდის გადატანა (7-24 დღეში) ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ გრძელი კოვიდი არის ვერაგი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ
✅ფაიზერი და მოდერნა არ არიან უკვდავების ელექსირი, მაგრამ დაგიცავთ (არა 100%-ით) ვირუსისგან და თუ დაგემართათ ვირუსი, 50%-ით დაგიცავთ გრძელი კოვიდისგან
✅აიცერით, სანამ დროა …“ – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა “მთავარი არხის” ეთერში ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:

“ყველაზე დიდი შეტევის ობიექტი ფილტვები, ღვიძლი და თირკმელი იყო… ამის შემდეგ მოძრაობა შემეზღუდა, ეხლაც ტკივილები მაქვს ხელებში. ერთი თვე ვიყავი გერმანიაში, იქ დავიწყე სიარული. როდესაც თბილისში დავბრუნდი ვერ ვაიძულე ჩემი თავი, რომ ყველა საჭირო დავალება შემესრულებინა. შემდეგ წავედი წყალტუბოში. მინდა აღვნიშნო, რომ არ ჩამოუვარდება იმ სარეაბილიტაციო პროგრამას, რაც გერმანიაში გავიარე. როდის გამოვჯანმრთელდები, ექიმები დადასტურებულად, კალენდარულ პროტოკოლზე არ საუბრობენ. იმ შემთხვევაში, როდესაც წამლის მიღებას დავასრულებ და იგივე პრობლემები დამრჩება, გამოდის, რომ მთელი ცხოვრება წამლებზე უნდა ვიყო დამოკიდებული. დღემდე მიჭირს გადაადგილება, თვალებზე სულ ბინდი მაქვს, მეხსიერების პრობლემაც მაქვს. წარსულის დიდი ნაწილი არ მახსოვს, უფრო ზუსტად კი კონკრეტული ამბებს ვერ ვიხსენებ”, – ამბობს თინა ხიდაშელი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close