პოლიტიკა

“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრებმა სუს-ის თანამშრომლებს ლექცია ჩაუტარა

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრებმა, სუს-ის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და სამართალდამცავებს ლექცია ჩაუტარეს.

პარტიის წევრების თქმით, მათი აუდიტორია სწორედ ის პოლიციელები არიან, რომელთა მობილიზებაც საპროტესტო აქციების დროს ხდება.

“ვისაუბრეთ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებაზე, მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე, ასევე განვიხილეთ თუ რა არის დანაშაული.

ზოგადად, სუსს მოსმენა უყვარს და ვთვლით, რომ ყოველი მომდევნო გაკვეთილი მათთვისაც ბევრად უფრო საინტერესო და გასაგები იქნება.

გაკვეთილების ციკლი დავიწყეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ არ გავჩერდებით და სემესტრს გავაგრძელებთ”, – აცხადებენ პარტიაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close