საზოგადოება

გიორგი შაქარაშვილის მშობლებმა სახალხო დამცველს „მთავარი არხის“ აგრესიისგან დაცვა თხოვეს

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის მშობლები სახალხო დამცველს შეხვდნენ. ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

როგორც ნიკოლაძემ აღნიშნა, შაქარაშვილის დედ-მამას სახალხო დამცველთან აქვთ თხოვნა, დაიცვას ოჯახი „მთავარი არხის“ მიერ განხორციელებული ბულინგისგან და სისტემური აგრესიისგან​.

„სახალხო დამცველს შეხვდნენ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის მშობლები, დედა და მამა. მეც ვესწრებოდი ამ შეხვედრას. მათ ომბუდსმენთან დააფიქსირეს, რომ გამოძიების მიმართ უნდობლობა არ აქვთ, რომ ელოდებიან საბოლოო შედეგებს და საბოლოო პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებენ. ვგულისხმობ ბრალდებების წარდგენას იმ ადამიანების მიმართ, რომელზეც ცოტა ხნის წინ ოჯახმა გამოხატა პოზიცია. პირველი თხოვნა, რაც ოჯახს სახალხო დამცველის მიმართ აქვთ, ის არის, რომ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი დაიცვას „მთავარი არხის“ მიერ განხორციელებული ბულინგისგან და სისტემური აგრესიისგან. ეს იყო დედის და მამის მთავარი მოთხოვნა“,- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

1tv.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close