Sliderსაზოგადოება

გიორგი კალანდია: ჩვენს შედევრს უკვე მსოფლიოს ყველაზე დიდი აუდიტორია ათვალიერებს! – გუგლმა “ჯადოსნური ანარეკლი” ვირტუალურ გამოფენაში ჩართო

დავაბრუნეთ საბჭოთა პერიოდში საქართველოდან გატანილი არაერთი კულტურული ძეგლი, მათ შორის, ნაპოლეონ მესამის კარის მხატვრის ლუი მიულერის უნიკალური ტილო "ჯადოსნური ანარეკლი". საზოგადოებას ვამცნეთ სასიხარულო ამბავი. ერთ-ერთმა დიზაინერმა ფაქტი სასტიკად დაგმო, ნახატს "მეშჩანური ნიმუში, ჩვენს მუზეუმს კი "გუბერნიული ექსპოზიცია" უწოდა...

მეგობრებო, მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ნათელი მაგალითი იმისა თუ რამდენ დაუმსახურებელ ტალახთან, ღვარძლთან და უმადურობასთან გვიწევს შეჯახება, როცა ვცდილობთ ჩვენი საქმე სიყვარულით და ენთუზიაზმით ვაკეთოთ…

რამდენიმე თვის წინ კულტურის სამინისტროს და პირადად მინისტრის მხარდაჭერით სამშობლოში (ხელოვნების სასახლეში) დავაბრუნეთ საბჭოთა პერიოდში საქართველოდან გატანილი არაერთი კულტურული ძეგლი, მათ შორის იყო ნაპოლეონ მესამის კარის მხატვრის ლუი მიულერის უნიკალური ტილო “ჯადოსნური ანარეკლი”.

ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის შესახებ რა თქმა უნდა პრეზენტაციაც მოვაწყვეთ და საზოგადოებას ვამცნეთ სასიხარულო ფაქტი..

ამის პარალელურად ერთ-ერთმა დიზაინერმა, ფაქტი სასტიკად დაგმო, ნახატს “მეშჩანური ნიმუში”, ჩვენს მუზეუმს კი – “გუბერნიული ექსპოზიცია” უწოდა.(იხილეთ თანდართულ ფოტოში მისი პოსტი) დიზაინერს, “ცნობილი ხელოვნებათმცოდნე” ერთ-ერთი მუზეუმის ყოფილი დირექტორი აჰყვა და მანაც არანაკლები ლანძღვით შეგვამკო.

ამ დროს ჩვენი გუნდი საქმის კეთებას სიყვარულით მაინც აგრძელებდა…

ახალი შენაძენის შესახებ ფოტო მსოფლიოს ყველაზე დიდი და ავტორიტეტული კულტურული ინსიტუტის გუგლის სპეციალისტებს გავუგზავნეთ და შევთავაზეთ ამ ნახატის შესახებ ინფორმაცია ჩაეტვირთათ ვირტუალურ გამოფენაში “ერთი შედევრის ისტორია”…

გუგლის წარმომადგენლები შენაძენით აღფრთოვანდნენ და დღეს ეს დიდებული ნახატი ვირტუალურ სივრცეში განთავსდა! იხილეთ ლინკი 

ჩვენს შედევრს უკვე მსოფლიოს ყველაზე დიდი აუდიტორია ათვალიერებს… ნახატი გუგლის ობიექტივში კიდევ უფრო ლამაზი და მიმზიდველი მოჩანს… მისი მისამართით ნასროლი ღვარძლი და ბოროტება კი უშედეგო აღმოჩნდა, ამავე გვერდზე საგანგებო მადლობა განთავსდა ყველა იმ ადამიანისა და ინსტიტუციის მისამართით ვინც ეს შედევრი სამშობლოში დააბრუნა და გამოფენა მოამზადა: მათ შორისაა კულტურის სამინისტრო და მისი ხელმძღვანელი, აქვე არიან: გამოფენის ავტორი მარიამ კიკვაძე, ჯგუფის წევრები: ნუცი კაჭახიძე და ირაკლი ზამბახიძე… ვულოცავ საქართველოს მისი მდიდარი წარსულის კიდევ ერთ საერთაშორისო აღიარებას, – წერს გიორგი კალანდია სოცქსელში.

ინფორმაციისთვის, “ლამაზი ანარეკლი” – ხელოვნების სასახლემ დადიანების კუთვნილი ფერწერული ტილო მიმდინარე წლის იანვარში დაიბრუნა.

შარლ ლუი მიულერის მე-19 საუკუნის ნამუშევარი, რომელიც დადიანებმა პარიზიდან ჩამოიტანეს, საბჭოთა კავშირის დროს უცხოეთში აუქციონზე მიზერულ ფასად გაიყიდა. ლუვრის რამდენიმე დარბაზის დეკორატორის ნახატი თბილისიდან ლონდონში აღმოჩნდა. საბოლოო ბინას კი ზეთში შესრულებული პორტრეტი ზუგდიდში დაიდებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close