პოლიტიკა

„გინდათ ხელით ვესროლოთ, გინდათ თევზაძის “რაგატკით“ – ვის იწვევს დუელში ირაკლი ოქრუაშვილი?

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

“მაინც მე-18 საუკუნეში ვართ ჩარჩენილი მთელი ქვეყანა და ყველა “ოპოზიციონერ” დეპუტატს ვინც აპირებს ხმა მისცეს 20 ივნისის მოვლენების მოძალადე პოლიციელების ამნისტიის კანონს, პარლამენტის წინ ვიწვევ დუელში დათვზე სანადირო რეზინის ტყვიებით სასროლად.

პირველი გასროლაზე და სროლის მეთოდის შერჩევაზე ფორას ვიძლევი. გინდათ ხელით ვესროლოთ, გინდათ თევზაძის “რაგატკით”, გინდათ იმ იარაღით რითიც ეგ პოლიციელები გვესროდნენ 20 ივნისის ღამეს.

დეტალებზე შესათანხმებლად დაუკავშირდით ჩემს სეკუნდანტს კაკო ბობოხიძეს.
გპირდებით დავუმიზნებ მხოლოდ იმ ადგილს სადაც ჭკუა გაქვთ.”– წერს ოქრუაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close