საზოგადოება

გზაში შემხვდა, გარეთ იყო გამოსული, მიშველეთო. რა გჭირთ დედაო-მეთქი, ვკითხე, სადმე დამსვითო – რას ჰყვება მოწმე ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარის შესახებ

ხაშურში, ტაძარში მომხდარ სზარელ დანაშაულთან დაკავშირებით ახალი დეტალები ირკვევა. „კურიერმა“ ჩაწერა ამბის მოწმე, რომელმაც ადგილზე პირველი მივიდა და მონაზონს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

მოწმე ჰყვება, რომ დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში იყო.

„გზაში შემხვდა, გარეთ იყო გამოსული, მიშველეთო. რა გჭირთ დედაო-მეთქი, ვკითხე, სადმე დამსვითო. სალოცავი ღია დავინახე და იქ შევიყვანე, სალოცავში დავსვი. რომ დავინახე, თვალები ჰქონდა დასიებული და დალურჯებული, პოლიციას დავურეკე და მამაოს. დავინახე, რომ ყუთები არ იყო, არც ერთი და არც მეორე, დანარჩენი არაფერი დამინახავს. ერთი თქვა, რომ ვიღაც სახეზე მეცნობაო“ – ამბობს მოწმე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close