პოლიტიკა

გახარიას გუნდის წევრებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდის წევრებმა, ევროკავშირის ოფისში შარლ მიშელის დოკუმენტს  – “საქართველოს წინსვლის გზა” ხელი მოაწერეს. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

დოკუმენტს გახარიას გუნდიდან ხელი დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა და ანა ბუჩუკურმა მოაწერეს.

გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ეს შეთანხმება, ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვისა და შემცირების შესაძლებლობაა.

შეგახსენებთ, გუშინ ისტორიული შეთანხმება შედგა – ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე “საქართველოს წინსვლის გზა” ხელი მოაწერა.

დოკუმენტზე ხელმომწერები არიან : “გირჩი, “გირჩი მეტი თავისუფლება”, “მოქალაქეები”, “ლელო”, “რესპბუბლიკელები“, “ქართული ოცნება” და ინდივიდუალურად – დავით ბაქრაძე და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close