Slider

„გაუფრთხილდით თავს და ნუ გამოიწერთ უცნობ ნივთიერებებს“ – რა არის „პინაკა“ და რას იწვევს მისი მოხმარება?

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე საზოგადოებას ახალი ნარკოტიკის გამოჩენის შესახებ აფრთხილებს, რომელიც წინამორედებთან შედარებით ბევრად უფრო ტოქსიკურია და გაცილებით მძიმე შედეგებს იწვევს.

„მინდა რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ზუგდიდსა და რუსთავში და გამოვთქვა ეჭვი, რომ ინტოქსიკაციები, რომლებიც განვითარდა ახალგაზრდებში და გამოიწვია მძიმე შედეგები მათი ჯანმრთელობის კუთხით, განპირებობეული იყო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ე.წ პინაკას მიერ (სამედიცინო დასახელება mdmb-4en-pinaca), რომელსაც ჟარგონულად აგრეთვე ეძახიან „მძიმე წონას“ (heavy weight).
აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენს სინთეზური კანაბინოიდებისა და კარფენტანილის ნაზავს, რომლის მოხმარების შედეგად შეიძლება განვითარდეს შემდეგი მოვლენები: გაბრუება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კომა და პოლი-ორგანული უკმარისობა.
WHO -სა და EMCDDA ანგარიშების მიხედვით, აღნიშნულმა ნივთიერებამ ფართო გავრცელება მოიპოვა დარქნეტში.
გაუფრთხილდით თავს და ნუ გამოიწერთ უცნობ ნივთიერებებს, რომელთა ახალი სახესხვაობები დღითიდღე ჩნდება ბაზარზე და წინამორბედებთან შედარებით ბევრად უფრო ტოქსიკური“ – წერს ზურაბ სიხარულიძე.
May be an image of ერთი ან მეტი ადამიანი და შიგნით
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close