საზოგადოება

გარდაიცვალა კონკიას როლის შემსრულებელი ფილმიდან „სამი კაკალი კონკიასთვის“

68 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩეხი მსახიობი ლიბუშე შაფრანკოვა, რომელსაც ქართველი მაყურებელი ზღაპრით „სამი კაკალი კონკიასთვის“ იცნობს. ინფორმაციას CNN Prima News ავრცელებს.

მსახიობის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ლიბუშე შაფრანკოვა 2014 წლიდან ფილტვის კიბოს ებრძოდა.

Умерла Либуше Шафранкова, исполнительница главной роли в фильме "Три орешка  для Золушки"

ლიბუშე 19 წლის იყო, როდესაც კონკიას როლზე დაამტკიცეს და ეს მისი დებიუტი იყო კინოში. ფილმის გამოსვლის შემდეგ შაფრანკოვა ნამდვილი ვარსკვლავი გახდა მშობლიურ ჩეხოსლოვაკიასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. მომხიბვლელი კონკიასა და მისი არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორიას ბევრი ქვეყნის ეკრანებზე დღესაც სულმოუთქმელად ელიან. ფილმის გადაღებიდან 40 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ მის მიმართ ინტერესი არ ცხრება და ულამაზეს ფილმ-ზღაპარს ყველა თაობის მაყურებელი დიდი სიამოვნებით უყურებს. გარდა ვორლიჩეკის ფილმისა , შაფრანკოვამ ითამაშა ფილმებში “პატარა ქალთევზა”, “თოვლის წვეთების დღესასწაული”, “პრინცი და საღამო ვარსკვლავი” და ოსკაროსანი “კოლია”.

Умерла Золушка: ушла из жизни Либуше Шафранкова, сыгравшая в ″Трех орешках″  | Культура и стиль жизни в Германии и Европе | DW | 09.06.2021

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close