Sliderპოლიტიკა

პარლამენტარის რანგში განათლების და მეცნიერების ახალი მინისტრის ერთადერთი “აქტივობა” მარიტა მეფარიშვილის ტრაგიკულად დაღუპვაში მისი მშობლების დადანაშაულება იყო

ერთადერთი წინადადება, რომლითაც დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა საზოგადოებას დაამახსოვრა თავი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხება.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა მარიტა მეფარიშვილის მშობლები დაადანაშაულა და განაცხადა:

“ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. ბავშვები თამაშობენ, ჩაუვარდათ ბურთი, ეს ბავშვი ალბათ არასრულწლოვანი იყო და არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ იმ ადგილას, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, მისი ჩასვლა არ მოხდეს. ბუნებრივია, შეიძლება მსგავსი ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს – არამხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის. ამაზე ახლა რაიმე პასუხისმგებლობას თხოვთ, ვის?! ამას სერიოზულად მეკითხებით?! ცხადია, უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს! იქ სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, არ შეიძლება საერთოდ ბავშვები თამაშობდნენ ბურთს, ასეთი ფაქტი თუ მოხდა, ეს ბუნებრივია ძალიან ცუდია, საწყენია, არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ის, რომ ბურთი ჩაუვარდა და თვითონ ჩავიდა იმის ამოსაღებად, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ამაზე განმარტება მგონი ზედმეტია“.

მოგვიანებით ამ ნათქვამის გამო ამილახვარმა, როგორც თავად განაცხადა ბოდიში მოიხადა, თუმცა ბოდიშის ისეთივე ბუნდოვანი იყო, როგორც მისი კომენტარი ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით.

პარლამენტში ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თურმე, არც კი იცოდა რა მოხდა და როგორ, მაგრამ კომენტარი მაინც გააკეთა:

“ალბათ, ახლა არავინ არ განიცდის ამას ჩემზე მეტად, მაგრამ საზოგადოებისთვის მინდა ერთი რამ განვმარტო. თუ რაიმე ფორმით ჩემი განცხადება არასწორად გამოვიდა, ბოდიში მინდა მოვიხადო ამისთვის, პირველ რიგში, ჭირისუფალი ოჯახის წინაშე და მთლიანად საზოგადოების წინაშე. ჩემი განმარტება ეხებოდა აბსოლუტურად სხვა საკითხს. ჩემდა სამწუხაროდ, საერთოდ არ მქონდა ინფორმაცია არც ამ რეკონსტრუქციაზე და არც ამ ტრაგედიაზე დილას, როდესაც ჟურნალისტი ამას მეკითხებოდა და მეკითხებოდა იმ კონტექსტში, რომ ახლაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და იქ მოხდა ეს ფაქტი, რომელიც არ ვიცოდი თუ ასეთი სიმძიმის იყო. უბრალოდ ჩემი განმარტება იყო იქიდან გამომდინარე, რომ ბუნებრივია, სამშენებლო მოედანზე შესაძლოა, იყოს რაღაც ასეთი რისკები და თუ მეთვალყურეობის გარეშე რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი.

ბუნებრივია, ეს ამბავი ხდება უკვე გახსნილ შადრევანზე და აქ კომენტარი ზედმეტია. არა თუ მწუხარებას გამოვთქვამ, სრულად შეძრული ვარ ჩემი თავითაც, ისე განვიცდი ამ ყველაფერს, მაგრამ მერე რაც მოჰყვა, ეს ნიაღვარი და ახლაც მიმდინარეობს, სრულიად გაუგონარია, ეს უფრო მაშფოთებს, იმიტომ, რომ თავად ჟურნალისტმაც იცის მე რა კონტექსტში მკითხა და რა კონტექსტში ვუპასუხე და სამწუხაროდ, რამდენიმე საათის შემდეგ დადგა ის ტრაგიკული ფაქტი, რაც ბავშვის გარდაცვალებას ეხება და ამის შემდეგ ხდება ამ ყველაფრის იმ კონტექსტში ტირაჟირება, როგორც ხდება”.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close