პოლიტიკა

გამორიცხულია, “ქართული ოცნება” შარლ მიშელის შეთანხმებას არ დაუბრუნდება – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, “ქართული ოცნება” შარლ მიშელის დოკუმენტს დაუბრუნდეს, განაცხადა, რომ ეს გამორიცხულია.

“გამორიცხულია, “ქართული ოცნება” შარლ მიშელის შეთანხმებას არ დაუბრუნდება. ეს ხელმოწერა “ნაცმოძრაობის” მხრიდან არის ფარსი და ტყუილი. ეს შეურაცხყოფაა ჩვენი პარტნიორების. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ სიტუაცია დამშვიდებულიყო, ოპოზიცია პარლამენტში არ შემოდიოდა, იყო ვაჭრობა, ბაზარში რომ არის ხოლმე ისეთი. თუმცა, ამის მიუხედავად ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს. ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გავაკეთეთ. ხელშეკრულება ვალიდური მხოლოდ მაშინ იქნებოდა, თუკი ორივე მხარე მოაწერდა მას ხელს, თუმცა ასე არ მოხდა და ჩვენ გადავწყვიტეთ ანულირება მოგვეხდინა ამ დოკუმენტის, თუმცა ყველა ის რეფორმა გაგრძელდება, რაც იქ იყო მოცემული,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close