საზოგადოება

„გავაცილეთ ვიტალი დარასელია თავის ბოლო გზაზე.. არ დაგვსაჯეს, ჩაიფარცხა ამბავი..“

„ახლა რომ დაღუპულიყო, ან ოცნებას დააბრალებდნენ, ან ნაცებს და ხალხი გაიყოფოდა ორად, დავხოცავდით ერთმანეთს..  აი, რა განსხვავებაა ძველსა და ამ დროს შორის. ადრე ადამიანს ვტიროდით
ერთმანეთი გვიყვარდა..“ – ყოფილი სამხედრო ექიმი ნინო ახობაძე სოციალრ ქსელში ემოცირ პოსტს აქვეყნებს:
„არ ვიცი-დრო იყო სხვა? რა თქმა უნდა სხვა, მაგრამ… ყველა დროს ხომ აქვს თავისი “პრელესწები”
მგონი 82 წელი იყო, სკოლაში ვსწავლობდი. ვიტალი დარასელია დაიღუპა (((( გასვენების დღეს სტადიონზე იყო სამოქალაქო პანაშვიდი. ბავშვები ვიყავით, თან სულ ახალი მოგებული ქონდა “დინამოს” თასების თასი და ფეხბურთი იყო ჩვენი ცხოვრება.
იმ “ცუდ” დროში ვამაყობდით ჩვენი ფეხბურთით.
მთელმა კლასმა გადავწყვიტეთ სტადიონზე წასვლა და ბოლო გზაზე გაცილება ჩვენი კუმირის. შევედით ქართულის გაკვეთილზე, თამარა ჩხაიძე გვასწავლიდა-ერთი ჩვეულებრივი ასაკოვანი, ცოტა უხასიათო ქალი. ვთხოვეთ (ბავშვური გულუბრყვილობით)–“გაგვიშვით-თქო რაა, თამარა მას სტადიონზე”
-ვერაო. თავი გააქნია.
ან როგორ გაგვიშვებდა? არც უფლება ქონდა, არც გამართლება-ამდენი ბავშვი სასწავლო პროცესის დროს გარეთ გაეშვა.
რა გვექნა, მოვიწყინეთ და დავსხედით გაბუტული სახეებით.
ვერ მივდივართ.
გვიყურა თამარამ, გვიყურა და წამოდგა:-“მე სამასწავლებლოში გავალ, ჟურნალს მოვიტანო”
ჟურნალი წინ ედო. გავიდა.
გავიდა და აღარ შემობრუნდა :)))))) სადღაც ოცი წუთის მერე მივხვდით, რომ სპეციალურად დაგვტოვა ❤
ავდექით და “შატალოზე” წავედით.
გავაცილეთ ვიტალი დარასელია თავის ბოლო გზაზე.
ვიტირეთ და დავიშალეთ, სახლებში მივედით, არსად გადაგვიხვევია.
არ დაგვსაჯეს, ჩაიფარცხა ამბავი.
————————————————————–
აი, ხო თითქოს დიდი არაფერი მოგიყევით, მაგრამ…
მაგრამ იმ “ცუდ” დროში თამარასნაირ პედაგოგსაც კი შეეძლო ბავშვების გაგება. იმ “ცუდ” დროში ჩვენ ფეხბურთი გვეამაყებოდა და გვიყვარდა.
ყველა დროს აქვს თავისი “პრელესწები”
არ ვიცი ეხლა ეს რატომ გამახსენდა“ – წერს ნინო ახობაძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close