პოლიტიკა

“გადავხაზავ იმ ქურდობას, იმ თაღლითობას, იმ თავზეხელაღებულ გარყვნილებას, რომელიც ტრიალებს ხელისუფლებაში” – მარგველაშვილი

არჩევნებზე მე შემოვხაზავ ოპოზიციას

“ყველა იმ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს, რომელმაც კონკრეტულ პარტიას მისცა ხმა, მაგრამ მათი წარმომადგენელი მეორე ტურში ვერ გავიდა, ძალიან მარტივად და გულწრფელად მინდა, ვუთხრა, რომ აუცილებლად უნდა წახვიდეთ არჩევნებზე და ხმა მისცეთ ოპოზიციას, არა იმიტომ, რომ თქვენ ის მაინცდამაინც მოგწონთ, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციის არჩევით თქვენ გააჩერებთ თავხედობას, თვითნებობას, ქურდბაცაცობას, პარვას, სახელმწიფოს მიტაცებას, რომელიც არ ჩერდება სხვანაირად, თუ იმ პოლიტიკურ სისტემაში არ არის ძლიერი ოპოზიცია.

მაქვს კონკრეტული არჩევანი – კალაძე და მელია… მე შემოვხაზავ ოპოზიციას. რთულია ჩემთვის ჩემი ბიოგრაფიით შემოვხაზო ის პოლიტიკური ძალა, რომელთანაც დაპირისპირებული ვარ 2003 წლიდან, მაგრამ მე იმ პოლიტიკურ ძალას არ ვხაზავ, მე ვხაზავ ოპოზიციას.

მე შემოვხაზავ ოპოზიციას, იმიტომ, რომ მე ვიცი, დღევანდელ რეალობაში იმ მითვისებას, იმ ქურდობას, იმ თაღლითობას, იმ თავზეხელაღებულ გარყვნილებას, რომელიც ტრიალებს ხელისუფლებაში და რომელსაც აღარავინ აჩერებს, პირიქით, უბიძგებენ, მიდით, ჭამეთ მეტი ეს ხალხის ფული, რამდენიც შეგიძლიათ, ამას ვერ გავაჩერებ მე, თუ არ გავაძლიერე ოპოზიცია. დღეს ერთად, ხვალ ცალ-ცალკე – ასეთი ფორმულით ვუყურებ” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა “ფორმულას” ეთერში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close