პოლიტიკა

„გადააფსით შენ, ბენიაიძემ და პედერასტებმა ერთმანეთს“ – რატომ დაუპირისპირდა ნათელაშვილი ფერმერებს?

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „შირაქი ფერმის“ დამფუძნებელს, ნიკოლოზ ბენიაიძეს სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა:
„თამაზაშვილ-ღარიბაშვილის მიერ ხალხის ბიუჯეტიდან, მათ შორის ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცერთაგან წაგლეჯილი მილიონების დიდი წილი გაფორმდა ვინმე რუსეთიდან მოწვეულ ფეესბეშნიკ-ოფიცერ ე.წ. ბიზნესმენ ნიკოლოზ ბენიაიძეზე, რომელსაც დღეს დაევალა დედოფლისწყარო – ქიზიყის რეგიონში ხალხის მოსყიდვა და საარჩევნო ტერორი.
რეგიონებში გამოჩენილი ყველა ასეთი ჭორვილისტი იქნება მხილებული და შევა სანქციათა კანდიდატებში, მათ შორის საერთაშორისო არენაზე. მოკლედ, მათ ცუდ მოგონებებს ვპირდები.
P.S. ისე, ჩემს ახლობლებს, ზემო თუ ქვემო ქედელებს, არხილოსკალოელთ ვეკითხები, ასე როგორ დაემონეთ ამ კაცთ არა მსგავსებს და რამ გაქციათ სეთურისტებად?“

პოსტს გამოეხმაურა საქართველოს ფერმერთა ასოციაცია:

„ჩვენ, ყველა ხელმომწერი ასოციაცია ვერ შევეგუებით ვერც ერთი ფერმერის რეპუტაციის უსაფუძვლო შელახვას და ყოველთვის ვიბრძოლებთ მათი ინტერესების დასაცავად.

საქართველოს კონსტიტუციისა და საკანონმდებლო აქტების თანახმად, პირის პატივი და ღირსება ხელშეუვალია, ხოლო ცილისწამებისათვის გათვალისწინებულია სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ბატონი შალვას განცხადება ატარებს სწორედ ცილისმწამებლურ ხასიათს. მასში არ არის მითითება არავითარ მტკიცებულებაზე.

იგი ასევე არ შეიცავს იმგვარ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც შესაძლებელია გადამოწმდეს, იმ დროს, როცა ბატონი ნიკოლოზი დადანაშაულებულია საკუთარი სამშობლოს ღალატში (უცხო ქვეყნის, ამ შეთხვევაში საქართველოს ოკუპანტის, სპეცსამსახურის აგენტობა) და ამომრჩევლის მოსყიდვასა და მათ ტერორში.

ვფიქრობთ, მსგავსი შინაარსის განცხადებები, მით უფრო პოლიტიკური/საჯარო პირის მიერ კერძო პირის (რომელსაც არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და არ უკავია რაიმე თანამდებობა) მისამართით გაკეთებული, უაღრესად სახიფათოა ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ იგი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. შესაბამისად, წინამდებარე დოკუმენტზე ხელმომწერი პირები მივმართავთ ბატონ შალვა ნათელაშვილს, საზოგადოებას წარმოუდგინოს მისი განცხადების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები.

კიდევ ერთხელ გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება – დავიცვათ ყველა ჩვენი წევრი საჯარო მოხელეებისა თუ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ცილისწამებისა და მათი საქმიანობის უკანონო ხელშეშლისგან.

ამასთანავე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ფერმერები და ფერმერული გაერთიანებები მათი თანხმობის გარეშე არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური დივიდენდისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს ფერმერთა 13 ასოციაცია.

საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბექა გონაშვილმა თავის მხრივ, რეაგირების გარეშე არ დატოვა შალვა ანთელაშვილის განცხადება და პოლიტიკურ ლიდერს მოუწოდა, წარმოადგინოს „ბრალდების“ დამადასტურებელი დოკუმენტები.

„ბატონო შალვა, გუშინდელი თქვენი სტატუსი იყო ცუდი კი არა და ძალიან ცუდი! როდის უნდა იკმაროთ პოლიტიკოსებმა ამ ქვეყანაში დემაგოგიის ქადაგება?! დაგეთანხმებით! მხარს დაგიჭერთ! მაგრამ დადეთ ფაქტები, კონკრეტულად! ასე ადამიანისშეურაცხყოფა როდემდე უნდა გაგრძელდეს?!
თუ ვერ დადებთ მტკიცებულებებს, მაშინ ჩვენ უნდა დაგადოთ საზოგადოებრივი სახდელი, რაც იქნება საჯაროდ დაფიქსირება იმისა, რომ მატყუარა ბრძანდებით!

ზოგადად, ხალხნო! რატო აქვთ ამ ხალხს “პოლიტიკოსებს” ამდენის კადრების ფუფუნება საერთოდ?!
უაპელაციოდ უნდა ვთქვა რამე ვიღაცაზე და იმ ვიღაცამ იმართლოს თავი?! ეგაა სწორი?! – ბებია ამათისამ!

მე ჩემი ვთქვი და ფერმერები თუ ამ კაცს ამას შევარჩენთ, კარგად დავიხევთ უკან დიდი ხნით!
კიდევ ერთხელ ვამბობ:

თუ ნიკოლოზ ბენიაიძე არის რუსეთის კაცი, დაამტკიცონ მავანმა პოლიტიკოსებმა, თუ ვერ დაამტკიცებენ, მაშინ აუდონ აქედან და მიიღონ ჩვენგან პასუხი“,- ამბობს ბექა გონაშვილი.

ბექა გონაშვილის პოსტი შეუმჩნეველი არ დარჩენია ბატონ შალვას და როგორც ჩანს, კომენტარების გაცნობის შემდეგ, შეარჩია ერთ-ერთი ფბ-მომხმარებელი, რომელიც მის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი და შეურაცხყოფა მიაყენა.

„შვილო მიხედე ლგბტ-ს და ციციკორეობას თავი დაანებე“„გადააფსით შენ ბენიაიძემ და პედერასტებმა ერთმანეთს“, „რა გაჭამა ეგეთი მაგ ნაძირალამ შე კაცუკა შენ“. – წერს ის კომენტარებში.

 

 

 

„პრაიმტაიმი“
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close