საზოგადოება

“გაბუნიას რომ დაუჯდები და გახარიას “დანაშაულზე” ილაპარაკებ, ასეთი რა გაგიჭირდა?!” – ხათუნა ხოფერია

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია „მთავარი არხის“ ეთერში ირაკლი კობახიძის  ინტერვიუს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“აი, გაბუნიას რომ დაუჯდები და გახარიას “დანაშაულზე’” ილაპარაკებ, თან სულ იმეორებ, რომ ფაქტები არ გაქვს და მხოლოდ “გონივრული ეჭვით” ხელმძღვანელობ… მხოლოდ ლოგიკას ეყრდნობი…
ასეთი რა გაგიჭირდა, შვილო?!…
ვერ ხვდები, რომ ეს ქათამი გეკაიფება?!
თქვენ რა გჭირთ, ჩემო მეგობრებო, ამ უნამუსოს რომ აპრავებთ?…
თქვენ ხომ სულ სახეში აფურთხებდით იმ ადამიანებს, ვინც გრიგოლიას და ამ მტრის არხის ჟურნალისტებს აძლევდა ინტერვიუს…………” – წერს ხათუნა ხოფერია.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე პირველი პოლიტიკოსია ხელისუფლებიდან, რომელიც „მთავარ არხთან“ გადაცემაში მივიდა. ამის გამო წამყვანმა მას მადლობა გადაუხადა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close