Slider

გაანადგურეთ და ჯანდაბაში გაუშვით რკინიგზა ყირიმიდან მარიუპოლის და ხერსონის მიმართულებით – არესტოვიჩი

“ხომ არ მოვაწყოთ ტოტალური რელსების ომი?“– ამბობს ის მიმართვაში და მოუწოდებს უკრაინელებს, ვისაც როგორ შეუძლია ისე დააზიანოს სარკინიგზო ხაზები – კვანძები, კაბელები, რელსები, ყველაფერი, რაც რკინიგზის მუშაობას უზრუნველყოფს იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ოკუპანტები აკონტროლებენ და რკინიგზით საკუთარი ჯარები გადაჰყავთ

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი უკრაინელებს მოუწოდებს, სამოქალაქო წინააღმდეგობა ქვეყნის სამხრეთით სარკინიგზო ხაზების განადგურებისკენ მიმართონ. მისი თქმით, რუსებს ყირიმიდან რკინიგზით გადაჰყავთ ძალები ხერსონისკენ, მელიტოპოლისკენ და მარიუპოლისკენ, რათა ის დასავლეთიდან შეავიწროვონ.

“ხომ არ მოვაწყოთ ტოტალური რელსების ომი?“– ამბობს ის მიმართვაში და მოუწოდებს უკრაინელებს, ვისაც როგორ შეუძლია ისე დააზიანოს სარკინიგზო ხაზები – კვანძები, კაბელები, რელსები, ყველაფერი, რაც რკინიგზის მუშაობას უზრუნველყოფს იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ოკუპანტები აკონტროლებენ და რკინიგზით საკუთარი ჯარები გადაჰყავთ.

არესტოვიჩი ამბობს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით ყველაზე დიდი ეფექტი ტოტალურ სამოქალაქო წინააღმდეგობას ქონდა და მოწინააღმდეგემ წინსლა ვეღარ შეძლო, რადგან მოქალაქეების ტოტალურმა წინააღმდეგობამ უკრაინულ ჯარს ზურგი გაუმაგრა.

მისი თქმით, სამოქალაქო წინააღმდეგობა ახლა რკინიგზის ხაზების გასანადგურებლად აუცილებელია, რადგან ყველაზე ეფექტური ჯარის მოსამარაგებლად რუსებისთვის არა საავტომობილო გზები, არამედ სწორედ რკინიგზაა.

“გაანადგურეთ და ჯანდაბაში გაუშვით რკინიგზა ყირიმიდან მარიუპოლის და ხერსონის მიმართულებით.  “– ამბობს არესტოვიჩი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close