პოლიტიკა

ბუნებრივია, ივანიშვილიც “მაგნიტსკის სიაში” ამოყოფს თავს – გოცირიძე

„მე მგონია, რომ საჭიროა პრეცედენტი. მნიშვნელობა არ აქვს, იქ მაინც და მაინც ახლა მოხვდება იუსტიციის მინისტრი თუ არა. იუსტიციის მინისტრი მთავრობის წევრია და პოლიტიკური ფიგურაა და რა თქმა უნდა, მის სიაში მოხვედრას აქვს აბსოლუტურად სულ სხვა სახის ზემოქმედება და სხვა გავლენა, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულების სხვა პლატფორმა ჩნდება, მათ შორის საფინანსო დახმარებები, სამხედრო სფეროში დახმარებები და ა.შ. ამიტომ ჯობია, რომ დავიწყოთ უშუალოდ შემსრულებლებით და არა შემკვეთებით. ერთი იქნება, ორი თუ ხუთი მნიშვნელობა არ აქვს, პრეცედენტი უნდა მოხდეს. საქართველოდან პოლიტიკური დევნის რომელიმე ფიგურანტი უნდა აღმოჩნდეს “მაგნიტსკის სიაში”, უნდა გაიჭრას გზა ამ სიაში მოსახვედრად და მერე ძალიან ბევრი მოხვდება და ბუნებრივია, ივანიშვილიც იქ ამოყოფს თავს. ამიტომ პრაგმატულად რაც ჯობია, ის მეთოდი უნდა აირჩიონ ადვოკატებმა. მათ შორის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სასურველია, რომ მინისტრებიდან ნუკი დავიწყებთ, არამედ პირველ რიგში მოსამართლეები და პროკურორები“, – ამის შესახებ რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close