პოლიტიკა

ბორინკა ივანიშვილს მიღებული აქვს კონკრეტული გზავნილები და ასე უნდა გააგრძელოს, იმ გზაზე უნდა დადგეს – გიორგი ჩალაძე

ორი დღის განმავლობაში ჩვენი საზოგადოება ხედავდა დადგმულ სცენარებს და ცირკს, რასაც პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო აკეთებდნენ, დღევანდელი გამოსვლაც და გუშინდელი მოწყობილი "შუმოკიც" ემსახურებოდა საზოგადოების მღელვარების გამოწვევას და დაცინვის გაგრძელებას, რასაც ამდენი ხანია აკეთებენ.

“ორი დღის განმავლობაში ჩვენი საზოგადოება ხედავდა დადგმულ სცენარებს და ცირკს, რასაც პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო აკეთებდნენ, დღევანდელი გამოსვლაც და გუშინდელი მოწყობილი “შუმოკიც” ემსახურებოდა საზოგადოების მღელვარების გამოწვევას და დაცინვის გაგრძელებას, რასაც ამდენი ხანია აკეთებენ. ახლა მინდა გავაფრთხილო და ვუთხრა, რომ არ უნდა გაგრძელდეს პრეზიდენტ სააკაშვილის დაცინვა, არ უნდა გაგრძელდეს ეს ცირკი, რასაც ატარებენ და აქ გადმოყვანა უნდა იყოს შემდეგი ეტაპისთვის მზადება, რომელიც საზღვარგარეთ გასვლა არის. ამის შესახებ ბორინკა ივანიშვილს მიღებული აქვს კონკრეტული გზავნილები და ასე უნდა გააგრძელოს, იმ გზაზე უნდა დადგეს, რაც პრეზიდენტის ქვეყნიდან გაყვანით დამთავრდება. ბატონმა პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ მის ინტერესებს იცავენ და არავინ აპირებს მის დათმობას. ხედავთ, საზოგადოების კონსოლიდაციითა და უცხოელებთან კომუნიკაციით მიღებულ შედეგს, ეს ასე გაგრძელდება. ამას კონკრეტული შედეგი მოყვება, მიშა ძალიან მალე უნდა გავიდეს ქვეყნიდან სამკურნალოდ. აქ მოსვლა არ არის მკურნალობა, ეს არის მოსამზადებელი ეტაპი, რომ პრეზიდენტი ქვეყნიდან გავიდეს”,-განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ჩალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close