საზოგადოება

ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, გუშინ ლაბორატორიაში 145 პირის საკვლევი მასალა გადააგზავნეს, აქედან 130 სოფელ მუშევანიდან, 15 კი ბოლნისიდან. კვლევის შედეგად 5 ინფიცირების ფაქტი მხოლოდ მუშევანში გამოვლინდა.

ამ დროისთვის სოფელში 50 პირია ინფიცირებული. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი ჯამში 156 კოვიდინფიცირების ფაქტია, აქედან 3 გარდაიცვალა, 66 გამოჯანმრთელდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close