საზოგადოება

ბოლნისი – მუშევანში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კვლევის შედეგად კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა.

ამის შესახებ Imedinews-ს ბოლნისის მერიაში განუცხადეს. ბოლო მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირების 162 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 75 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმი კი მუშევანისა და გეტას გარდა, ყველა სოფელსა და მუნიციპალურ ცენტრში გაუქმდა.

საქართველოში კორონავირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 509 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close