Sliderსაზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების სიაში აღარ არის

„ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების სიაში აღარ იძებნება.

Bloomberg-ის სიის მიხედვით, ერთადერთი ქართველი მილიარდერი გუშინ $5.92 მილიარდით 495-ე ადგილზე იყო. დღეს ამავე სიაში ყველაზე ბოლო, 500-ე ადგილს $5.93 მილიარდით ამერიკელი პატ სტრაიკერი იკავებს.სიაში სხვა მილიარდერების ქონების მატების ხარჯზე, ბოლო პერიოდში ივანიშვილი სიის ბოლოსკენ სწრაფად მიიწევდა. 20 მაისს მან Bloomberg-ის მილიარდერების სიის ბოლო ათეულში გადაინაცვლა.

9 აპრილს ივანიშვილი $5.82 მილიარდით 480-ე ადგილზე იყო, მაშინ როდესაც 2020 წლის ანალოგიურ დროს 339-ე ადგილს იკავებდა.

Forbes-ის რეიტინგით კი ივანიშვილის ქონება $4.8 მილიარდით ფასდება.

2021 წლის იანვარში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ 200 მილიონ დოლარს იტოვებდა, დანარჩენ ქონებას კი საქველმოქმედო ფონდს გადასცემდა. ამასთან, მაშინ მილიარდერმა აღნიშნა, რომ Bloomberg-ისა და Forbes-ის მონაცემები რეალობისგან განსხვავდება, რადგან Forbes-თან მას დიდი ხანია არ უთანამშრომლია, Bloomberg-თან კი თანამშრომლობის გამოცდილება საერთოდ არ აქვს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close