საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი რადგან სასამართლოს აკონტროლებს და ხალხის დაჭერა შეუძლია, ამიტომ უნდა წახვიდე პოლიტიკიდან და გზა დაუთმო აი ამ ჩვარს – ჩერგოლეიშვილი ვახტანგ მეგრელიშვილის შესახებ

„ეს უხერხემლო, უპრინციპო ჩვარი! ბიძინა ივანიშვილი რადგან სასამართლოს აკონტროლებს და ხალხის დაჭერა შეუძლია, ამიტომ უნდა წახვიდე პოლიტიკიდან და გზა დაუთმო აი ამ ჩვარს.

სააკაშვილზე, როგორც პოლიტიკოსზე, ჩემი აზრი იცის ყველამ.

მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ მაგ ადამიანმა ხელში ძალაუფლება ვეღარასოდეს ჩაიგდოს.

მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს სამართლიანი წესებით! ეს უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა და არა ოლიგარქის

ჯიბეში ჩადებულმა სასამართლომ და მეგრელიშვილის მსგავსმა სამარცხვინო, უპრინციპო, უსამართლო და უღირსმა სვავებმა.

p.s. არ გამოვრიცხავ სააკაშვილმა ეს თავად ქნას, მაგრამ ესეც უსამართლობის შედეგი იქნება და ამ ქვეყანას მოსარჩენ ტრავმად დარჩება.

ჩვენ ვერ წავალთ წინ, თუ სამართლიანი სისტემები არ შევქმენით“,- ასე გამოეხმაურა თამარ ჩერგოლეიშვილი ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “ნაცმოძრაობის” ქართული პოლიტიკიდან წასვლის სანაცვლოდ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოხდეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close