საზოგადოება

“ბევრს ეგონა ბალიშის ქვეშ ოქროს თუმნიანები დახვდებოდათ “არიოლზე” ბიძინას პროფილით, “რეშკაზე” ჭორვილას ხედით”

“ნაცები და მათი გამონაყოფები ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდეც გარეწრები იყვნენ, ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნის დროსაც და პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლის შემდეგაც გარეწრებად დარჩებიან, – ეს არის მოცემულობა.
მთავარი ის კი არ არის, სად იქნება ივანიშვილი, მთავარია ჩვენი არჩევანი – სად გვინდა, რომ ვიყოთ, როგორც სახელმწიფო და როგორც საზოგადოება და რამდენად გვაქვს ნება და სულიერი და ინტელექტუალური რესურსი, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი არჩევანის დასაცავად.
მუდმივად ვწუწუნებთ, რომ გვართმევენ ქართველობას, გვართმევენ მეობას, სახელმწიფოებრიობას, ტერიტორიებს, უკანასკნელ პერანგს, ბოლო ლუკმას, გადამწყვეტ გოლს, რამდენიმე ლაიქს… მაგრამ არასოდეს ვაღიარებთ, როდესაც გვართმევენ ღირსებას.
სულ ველით, რომ მოვა ვიღაც, ვინც ჩვენს ნაცვლად დაიბრუნებს დაკარგულს და თან ფულს აქეთ გადაგვიხდის.
რაც შეეხება ღირსებას… ალბათ, არ გვქონია და ამიტომ არც მის დაკარგვას ვდარდობთ, ჩვენ ხომ კინეტიკური და პოტენციური გუბაზ სანიკიძეები, მურმან დუმბაძეები, არმაზ ახვლედიანები, ეკა ბესელიები და გიორგი მარგველაშვილები ვართ!!!
დარწმუნებული ვარ, ბევრს ეგონა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, ყოველ დილით, ბალიშის ქვეშ ოქროს თუმნიანები დახვდებოდათ “არიოლზე” ბიძინას პროფილით და “რეშკაზე” ჭორვილას ხედით.
აი, ის ხალხი, მთელი ცხოვრება მხარ-თეძოზე რომ არის წამოწოლილი, ბიუჯეტში ერთი თეთრი რომ არ ჩაურიცხავს, მაგრამ ხშირ-ხშირად და ამაყად რომ წარმოთქვამს: “ჩემი დაფინანსებული პოლიცია… ჩემი დაფინანსებული სასწრაფო… ჩემი დაფინანსებული ტელევიზია…”
და, ისევ გამახსენდა “რადიო 105”-ის ერთი ძველი არტი: “…ეს სად ვცხოვრობთ ჩემიდედავატირე!!!” – წერს ფეისბუქზე ჟურნალისტი გია იაკობაშვილი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close