საზოგადოება

„ბევრი რესტორანი დაიკეტა და თუ ასე გაგრძელდა, კიდევ ბევრი დაიხურება“ – ლევან კობიაშვილი

ჰორეკას სფერო ძალიან ცუდ დღეშია. რესტორნები და სასტუმროები ფაქტობრივად გადარჩენაზე არიან. ბევრი რესტორანი დაიკეტა და ასე გაგრძელების შემთხვევაში, კიდევ ბევრი დაიხურება, —სარესტორნო ბიზნესის გამოწვევებზე და სამომავლო პროგნოზებზე კომერსანტი საქართველოს კულინარიის ფედერაციის თავმჯდომარეს, ბრენდ-შეფ ლევან კობიაშვილს ესაუბრა.

2020 წლის მთავარმა გამოწვევამ, კორონავირუსის პანდემიამ სარესტორნო ბიზნესისთვის ყველაფერი ძირფესვიანად შეცვალა. როგორც ლევან კობიაშვილი განმარტავს, გამოსავალი ისევ საბანკო სექტორის მხრიდან მხარდაჭერაშია, წინააღმდეგ შემთხვევაში კვების ბიზნესის კრახი გარდაუვალია.

„საკვები ისეთი რამეა, ყველას უყვარს გემრიელად მირთმევა, თუმცა ფინანსური საკითხის გამო რესტორნებს ხალხი დააკლდა. ჯერ კიდევ დიდად ვერ ვგრძნობთ, მაგრამ თუ საზღვრები არ გაიხსნა და რესტორნები კვლავ ჩაიკეტა, ძალიან გაგვიჭირდება. ამ კუთხით არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიოა ცუდ მდგომარეობაში. „რესტორნებს მთელი რიგი ვალდებულებები აქვთ. სახელმწიფოსაც ძალიან უჭირს შესაბამისად, ყველას ვერ დაეხმარება. ალბათ ისევ საბანკო სექტორმა უნდა შეუჩეროს ვალდებულებები და კრედიტები. სხვა შემთხვევაში, თუ ისევ დაიკეტა რესტორნები, შემოსავალი არ იქნება და მათ უმეტესობას სამუდამოდ დახურვა მოუწევთ. — აღნიშნავს ლევან კობიაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close