საზოგადოება

ბატონი ჯემალი 67 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქართულ თეატრს – პაპუაშვილი ჯემალ ღაღანიძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს დამსახურებული არტისტის ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ჯემალ ღაღანიძემ არაერთი დაუვიწყარი და გამორჩეული როლი განასახიერა, რითაც სამუდამოდ შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს.

„ბატონი ჯემალი 67 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქართულ თეატრს და ამ დროის განმავლობაში არაერთი დაუვიწყარი და გამორჩეული როლი განასახიერა, რითაც სამუდამოდ შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს.

გულწრფელად ვუსამძიმრებ ბატონი ჯემალის ოჯახს, ახლობლებს და ქართულ თეატრალურ საზოგადოებას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“. 2022 წელს ჯემალ ღაღანიძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close