საზოგადოება

ბადრი ესებუას წერილი არავისთვის გადაუცია, ადვოკატისთვის არ მიუცია უფლება, გაევრცელებინა ინფორმაცია თითქოს შეყვარებული ჰყავდა, ან შეყვარებულის გამო იყო გადმოსული აფხაზეთის ტერიტორიიდან და უნდოდა დაქორწინება – ადვოკატი

არანაირი წერილი ბადრი ესებუას ამ ეტაპისთვის არავისთვის გადაუცია, – ამის შესახებ ბადრი ესებუას ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ განაცხადა.

მისი თმით, ბადრი ესებუას ადვოკატისთვის არ მიუცია უფლება, რომ ასეთი ინფორმაცია გაევრცელებინა.

„რაც შეეხება ადვოკატს, ცოტა რთული საკითხია. ორი პროცესია კომენტარი არ გამიკეთებია, თუმცა ეს გაუგებრობა გრძელდებოდა. გუშინ, როდესაც ჩვენ ვიყავით საექსპერტო ნიმუშების აღებაზე, როდესაც ბადრი ესებუასთან იღებდნენ ნიმუშებს, ბუნებრივია, ამის შესახებ ვისაუბრეთ. სიუჟეტი, რომელიც გაავრცელეს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ და ჩემთვის უცნობმა მეორე ადვოკატმა, რომელიც ასევე უცნობია ბადრი ესებუასთვის, რეალობას არ შეესაბამებოდა. არანაირი წერილი ბადრი ესებუას ამ ეტაპისთვის არავისთვის გადაუცია და გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს შეყვარებული ჰყავდა, ან შეყვარებულის გამო იყო გადმოსული აფხაზეთის ტერიტორიიდან და უნდოდა დაქორწინება, ამ ვითარებასთან დაკავშირებით, როგორც გავიგეთ, ბადრი ესებუას ადვოკატისთვის არ მიუცია უფლება, რომ ასეთი ინფორმაცია გაევრცელებინათ მისი ნებართვის გარეშე“, – განაცხადა სოსო ჯანაშიამ.

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ თავის ადვოკატზე უარი თქვა და დარბაზიდან დაითხოვა, რაც, სავარაუდოდ, ესებუას სახელით გავრცელებულ ინტერვიუს უკავშირდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close