პოლიტიკა

ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა, ეს საოცრებაა და არ ვიცი, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო – კალაძე

ხელები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოვყაროთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია

კახა კალაძე, თბილისის მთავრობის სხდომაზე, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

„ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ვისმენთ, რომ საქართველო გეოპოლიტიკურად საინტერესო ადგილზე არ არის. ამასთან დაკავშირებით პირდაპირ გაკეთდა განცხადება, რაც გულდასაწყვეტია. 30 წელია, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა, ეს საოცრებაა და არ ვიცი, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ხელები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოვყაროთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, „საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად სხვა ადგილას არიან“.

ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე დასკვნა მოამზადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციას უწევეს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეფასდეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close