საზოგადოება

„აჭარაში ერთდროულად, ცხრა 400-კაციანი ქორწილი გაიმართა და სიტუაცია აფეთქდა“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “TV პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანაში 20-50-100-კაციანი სუფრები კარგა ხანს აღარ გვექნება.

„სამწუხაროდ, კარგა ხანი ვეღარ გვექნება 20-50-100 კაციანი სუფრები. რამ შეუწყო ხელი იცით ამ დიდ აფეთქებას რაც აჭარიდან წამოვიდა ზაფხულში? დავასახელებთ როცა დრო მოვა. ერთდროულად ცხრა 400-კაციანი ქორწილი გაიმართა, ამდენი დღესასწაულები, მოვეშვით და ვთქვით, რომ გავიმარჯვეთ. არ გაგვიმარჯვია და სულ ამას ვსაუბრობდით ივლის-აგვისტოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close