Sliderმსოფლიო

აშშ-ის სამი ოფიციალური პირის თქმით, წინასწარი დასკვნა მიუთითებს, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტები უკრაინელმა სამხედროებმა რუსული რაკეტის გასანეიტრალებლად გაუშვეს – „ესოშიეთიდ პრესი“

აშშ-ის სამი ოფიციალური პირის თქმით, ადრეული დასკვნა მიუთითებს, რომ რაკეტები, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა, უკრაინელმა სამხედროებმა მოახლოებული რუსული რაკეტის გასანეიტრალებლად გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს იყო უკრაინული საზენიტო რაკეტა.

როგორც „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, ეს შეფასება და ბაიდენის კომენტარები ეწინააღმდეგება აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნის ინფორმაციას, რომელმაც გამოცემას მანამდე განუცხადა, რომ პოლონეთში რუსული რაკეტები ჩავარდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების რუსეთიდან გაშვება ნაკლებად სავარაუდოა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close