საზოგადოება

„აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან, შვილთან ერთად, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული“ – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მწერალ გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„გურამ დოჩანაშვილი, – სიმბოლო სულიერი სიდიადის, უბრალოების, სათნოების, თავმდაბლობის, ბავშვური გულუბრყვილობის, სიყვარულის, ეროვნულობის, ღვთისმოსაობის, – ამიერიდან ზესთასოფელში გადასახლდა. ბედნიერებაა, რომ ასეთი პიროვნება არის უდიდესი მწერალი და ამ სიკეთეთ სხვათაც უნაწილებს, – მკითხველს თავისი აზროვნების გულითად თანაზიარად ხდის და, ამასთან, ცხოვრების ჭეშმარიტი გზისა და სიცოცხლის არსის შესახებ აფიქრებს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან, შვილთან ერთად, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ყველა მის თაყვანისმცემელს მოანიჭოს მშვიდობა, ამინ. დიდად ვწუხვართ, ქვეყანას კიდევ ერთი ბუმბერაზი ადამიანი დააკლდა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

გურამ დოჩანაშვილს დღეს დაკრძალავენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close