Sliderსაზოგადოება

აფხაზეთის ტრაგიკულმა დღეებმა 1993 წელს ვადაჭკორიას გადაღებული ისტორიული ფოტო გამახსენა, რომელზედაც ასახულია სოხუმიდან ერთი დღით, პატრუშევთან შესახვედრად ჩამოსული ჟიული შარტავა – მანანა გაბუნია

მანანა გაბუნია, ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსი:

“რუბრიკა,, მადლიერება,, მოგესალმებათ. გუშინ დილა ადრიან 7 საათზე ჩემმა კლასელმა, Givi Vardiashvili ._ მა და მისმა მეუღლემ , ქეთიმ მომაკითხეს, ექიმთან წასაყვანად, ძნელი მოსაყოლი იქნება თქვენთვის; თუ რა ძალისხმევა დამჭირდა და რა ტკივილით გადავადგილდი დანიშნულ ადგილამდე , და აი საოცრება, მსგავსი დამოკიდებულება , თუნდაც კოლეგის მიმართ არ გამიგია და არ მსმენია( კოლეგის მიმართ და მის მიერ გამოგზავნილ პაციენტს ორმაგ ყურადღებას ვაქცევდი და ეს პატივად მიმაჩნდა, რომ პატივი დამდო ნდობისთვის, არ ვიცი რა შეცვალა ეს ხალხიი, ნუთუ მართლა ფულმააა? არ მინდა დავიჯერო , ფაქტი კიაა) ერთი სიტყვით , უხეშათ და უიმედოდ , ფაქტიურად გამომაგდო, შენ მე ვერ დაგეხმარებიო, ქირურგს მიაკითხეო და ოპერაციას, რომ გაიკეტებ , მერე მოდი და გიშველიოო( პასუხი თქვენც ხომ მოგეწონათ, ამას , რომ ეტყვი ისეთ პაციენტს სასოწარკვეტილ, ყველახავს და იმედს , რომ ეჭიდება) ამას რატომ გიყვებით იცით? იქიდან პატარა ბავშვივით ატირებული , რომ გამოვედი, იმედგაცრუებული, ჩემმა მეგობარმა გივიმ მითხრა, მანანა ყველაფერი რაც ხდება უფლის ნებაა, წამითაც არ იფიქრო ცუდზე. კიდევ ერთი ახალი დღე გაგვითენა უფალმა, კიდევ ერთი დღე ბედნიერების მოსაპოვებლად, აბა დაფიქრდი რამდენს ჩვენს მეგობარს , ახლობელს , ეს დღე არ გაუთენდაო. , ხოდა რომ დავფიქრდი გულზე მომეშვა, სიტვას რა მაგიური ძალა აქვს, მადლობა გივი, საყვარელო მეგობარო, ამ სიტვებისტვის, გვერდზე დგომოსთვის. . , მოკლედ ცხოვრება, რას არ გასწავლის, ხოდა, ჩვენს ცხოვრებაში საუკეტესო მასწავლებელი თვითონ ცხოვრებაა, რადგან მის გაკვეთილებს, ვერასოდეს გააცდენ. არ მინდოდა ამით დამეწყო რუბრიკა, მაგრამ მინდოდა მომეყოლა ჩემი გულის ნადები და მადლიერება გამომეხატა , მეგობრის მიმართ, რუბრიკაც , ხომ ამას ემსახურება.
რუბრიკის შემდეგი თემა აფხაზეთია ტკივილი და ღიმილი ჩვენი, ჩვენი მოუშუშებელი იარა. აზხაზეთი ჩემი მწარე ტკუვილი და მონატრებაა, ჩემი ულამაზესი და უსაყვარლესი გაგრა, სადაც ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ( ამ ამბებს დაწვრილებით გიამბობთ შემდეგ რუბრიკაში ) ეხლა დგევანდელი სტუმარი
მრავალფეროვნებით გამორჩეული, უნიჭიერესი სოხუმელი კომპოზიტორი, სიმღერების უბადლო შემსულებელი , ჩემი სული და გული , ჩემი უსაყვარლესი, ძვირფასი მეგობარი, ჩემი გოგო, ი ა მაისაიაა. Ia Maisaia . ,, აფხაზეთო მე უშენიდ მზეც ობოლი მგონია,, ეს მისი მრავალწლიანი და მრავალფეროვანი სემოქმედებაა. 200 სიმღერის საუკეტესო ნაწარმოები და 50 საფორტეპიანო პიესებია შესული , ია თავადაა ამ სიმღერების უბადლო შემსრულებელი, მისი შთაგონების უპირველესი წყარო, მონატრებული მშობლიური მხარე აფხაზეტია. მადლიბა , მადლობა, იმ სიამოვნებისყვის , რაც შენს შემოქმედებით საღამოებისას მოგვანიჭე, ბევრი მათთგანი ვიდეოფირზე მაქვს გადაღებული და შენთვის გამოგზავნილი, რაც შენ ძალიან მოგწონს და გახარებს,- მემატიანეს მეძახი და მეც ვიფერებ. იაკო ვიხსენებ , წლების წინ ერთმანეთს რაბატში შევხვდით, როგორ ყოველთვის ჩვენი უსაყვარლესი, იზა ვეფხვაძე . – ის მონო სპექტაკლზე. , როგორც იტყვიან პირველივე ნახვაზე ,, გულმა გული იცნო,, მას მერე ვხუმრობ , იას რომ ვინმე გაუნაწყენდეს ან ეჩხუბოს , თავის ფეხით უნდა ჩაბარდეს ფსიქიატრიულს, ვიდრე მოაკითხავენთქო. , ვაშა მე ეს აღარ მემუქრება, დრომ უკვე გამოცდა ჩაუტარა ფრიადზე. იაკო აფხაზეთის მიმართ უზომო სიყვარულით შექმნილი შეუდარებელი სიმღერები, საუკეტესოა შენს შემოქმედებაში. შენი სიმღერები შექმნილია , ჩვენი თანამედროვეობის გამოჩენილი პოეტების შესანიშნავ ლესებზე და ასევე ასრულებენ შენს გარდა , ჩვენი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ესტრადის მომღერლები, ( პოეტების და მომღერლების ჩამოთვლა , შორს წამიყვანს) მადლობა, კიდევ ერთხელ და მრავალჯერ . იმ სიამოვნებისთვის , რაც მიანიჭე მსმენელს, როგორც საღამოს ოგანიზატორმა, სცენარისტმა და მონაწილემ. ყველაფერი ამის გათვალისწინებით,
იმიტომაც დაგაჯილდოვეს ღირსების ორდენით . ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის. , გიორგი შერვაშიძის სახელობის, სახელმწიფო პრემიით. .. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით. . ეს შენი , მაღალი პროფესიონალიზმისა და კულტურის სფეროში მრავალწლოვანი , ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობის მცირედი ნაწილია. . ჩემო ია ყველაფერს საუკეტესოს გისურვებ, გარდა შემოქმედებით წარმატებისა, შენი ყველაზე; ყველაზე დიდი სიყვარული, ნანატრი შვილიშვილი (შორეულ კანადაში , სადაც ეხლაც იმყოფები), ბედნიერი გაგიზარდოს უფალმა. ვაყვალიერებ , რა შენს ფოტოებს , გული მიხარის, შენი სიხარულით, ბებიობამ გაგახალისა და გაგაახალგაზრდავა. , მგონი უკვე ამღერებ პატარას. , ( იმღერებს , აბა რა იქნება, შენს ხელში, მუდამ გემღერებოდეთ , მთელ ოჯახს). ია იმ შორეულშიც , რომ არ გავიწყდები, მუდამ მირეკავ , მამხნევ ,, იმედად მ იგულეო, თუ რამე წამალი გჭირდება, თუ რამე გიშველის, მანანა , არ მოგერიდოს, აქ გიყიდი და ჩამოგიტანოო,, მადლობა ძვირფასო ამ სიტვებისთვის. ( ეხ ჩემო ია , ნეტა ვიცოდე რა წამალი მიშველის? ყველაფერი ვარაუდითაა) მადლობა მზრუნველობისთვის, მადლობა, რომ ხარ ჩემთან და იზიარებ ჩემს ტკივილს, შენ შენი კეთილი, მოსიყვარულე გულით, ჩემი გულისთვის გაჩნდი და მე, კი მაგ გულში ჩაგეხუტე, უტკბესო. მომენატრე და მინდა მალე გიხილო. გაკოცე , მიყვარხართ მთელი შემადგენლობა Tea Todua Natia Todua აქ მინდოდა დამშვიდობება, მაგრამ აფხაზეთის ტრაგიკულმა დღეებმა ერთი ისტორიული ფოტო გამახსენა , რომელიც დათარიღებულია 1993 წლით და ფოტოზე ასახულია , სოხუმიდან 1 დღით , პატრუშევთან შესახვედრად ჩამოსული ჟიული შარტავა- დიდება გმირებს. და ჩვენი უსაყვარლესი, Nino Uznadze . ნინოს გადმოცემით, ფოტო Badri Vadachkoria -ს ეკუთვნის. ჟიოლი შარტავა იმავე დღეს დაბრუნებულა სოხუმში და რამოდენიმე დღეში უბედური ამბავიც შეიტყო საქართველომ. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაა. დიდება უსამართლო ომში დაღუპულ გმირებს . აფხაზეთი მწარე ტკივილია, ვინატრებ, რომ ტკივილი , სიხარულად და დაბრუნებად გვექცეს”.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close