Sliderპოლიტიკა

ასე ცოლს ელაპარაკე – ჩარკვიანი ყაველაშვილს

პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ერთმანეთს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ისინი ერთმანეთს რუსეთის აგენტებს უწოდებენ.

სიტყვიერი დაპირისპირება თაკო ჩარკვიანსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის პარლამენტის ფოიეში

“ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ როდისმე ხელი შემიშლია, როცა ინტერვიუს იძლევით? ეს რა არის, რა საქციელია? თქვენ ხართ „ეფესბეშნიკები“, ვერ ხედავ რა ხდება კავკასიაში? რა გინდა, ომი გინდა? გაშალე მიდი ლეიბები და რა ომს მიიღებ ნახავ! “ეფესბეს” კი არა საქართველოს ვიცავ“, – მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა თაკო ჩარკვიანს.

თავის მხრივ, თაკო ჩარკვიანმა მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის გაწირვაში დაადანაშაულა.

“ქვეყანა გაწირეთ, სახელმწიფო გაწირეთ, აბა, რა ქენით. მსგავს რამ ამ კომუნისტების დროს არ გამიგია. ოჯახში ილაპარაკე ასე. ცოლს ელაპარაკე ასე”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close