საზოგადოება

„ასეთი თანაგრძნობა სიცოცხლეში გამოგეჩინათ დედამისი ქუჩაში ხელებგაწვდილი რომ იდგა“ – ნიკოლოზ მჟავანაძე

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

„საქართველოში არ უყვართ ცოცხალი ადამიანები. ჩვენთან მხოლოდ მიცვალებულებს მიაგებენ პატივს. მთელი ქვეყანა დასტირის მომღერალ ჯაბა ბოჯგუას, რომელიც 12 წელი კომატოზურ მდგომარეობაში იყო. თქვე დალოცვილებო, ასეთი თანაგრძნობა სიცოცხლეში გამოგეჩინათ მის მიმართ, დედამისი მთელი ეს წლები ქუჩაში ხელებგაწვდილი რომ იდგა და ყველაფერს ჯაბას მკურნალობისთვის ყიდდა“ – წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.

ცნობისთვის, ქართველი მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გუშინ გარდაიცვალა. მომღერალი 12 წელი კომაში იმყოფებოდა. მას დედა, მა­ნა­ნა გვა­სა­ლია და 86 წლის ბებია უვ­ლიდა, რო­მე­ლიც შარშან გარდაიცვალა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close