პოლიტიკა

არ ვიცი რამდენად გარისკავს და სააკაშვილს შეიწყალებს, მაგრამ თუ ასე მოხდა, არის სხვა კონკრეტული საქმეები, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება უწყებების მხრიდან – კალაძე ზურაბიშვილის შესახებ

სალომე ზურაბიშვილმა თავიდანვე იცოდა, რომ იმპიჩმენტში რადიკალური ოპოზიცია არ ჩაერთვებოდა და ამიტომ გარისკა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ ვითარებაში იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა შეუძლებელია, მაგრამ აქ არის მეორე მოცემულობა – პრეზიდენტს რა თქმა უნდა ჰქონდა იმის იმედი, რომ იმპიჩმენტი ვერ მოხდებოდა. ზურაბიშვილმა თავიდანვე იცოდა, რომ იმპიჩმენტში რადიკალური ოპოზიცია არ ჩაერთვებოდა და ამიტომ გარისკა აღნიშნული საკითხი [მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოეთში ვიზიტი]. არ ვიცი რამდენად გარისკავს და სააკაშვილს შეიწყალებს, მაგრამ თუ ასე მოხდა, არის სხვა კონკრეტული საქმეები, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება უწყებების მხრიდან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო ფრაქცია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრა, პრეზიდენტის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close