Sliderპოლიტიკა

არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება საქართველოს წევრობის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, მთავარი დასკვნა იგივე იქნება, რომ დროა, საქართველო შეუდგეს მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით – ჰარცელი

არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება საქართველოს წევრობის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, მთავარი დასკვნა იგივე იქნება, რომ დროა, საქართველო შეუდგეს მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ​სასტუმრო „რედისონში“ განაცხადა, სადაც კონფერენციას „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“ ესწრება.

მისივე თქმით, პოლიტიკოსების ძალა ამ საქმეში არის ის ფაქტი, რომ ისინი ეყრდნობიან მოსახლეობის უმრავლესობას, რომლებიც მხარს უჭერენ ამ სტრატეგიულ ამოცანას.

„ბოლო კვირების განმავლობაში განვითარებული მოვლენების ნაწილი არის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. ველოდები, რომ ევროკომისიის შეფასება გამოქვეყნდება მომდევნო დღეებში. ამის შემდეგ იქნება დისკუსიები წევრ ქვეყნებს შორის შესაძლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მათ უნდა მიიღონ. მე არ დავიწყებ სპეკულაციას ევროკომისიის შეფასების შედეგებზე და ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. მე უბრალოდ ვიტყვი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება შედეგები, იქნება დაბალი მოლოდინები, თუ უფრო მეტი, ვიდრე იმედები პირობებით ან პირობების გარეშე. ერთი მთავარი დასკვნა კვლავ იგივე იქნება, რომ დროა, საქართველო შეუდგეს მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით. ახლა დაჯდომის და იმის უზრუნველყოფის დროა, რომ მოხდეს სტაბილური წინსვლა იმ კუთხით, რაც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში წევრობისთვის. პოლიტიკოსების ძალა ამ საქმეში რა თქმა უნდა არის ის ფაქტი, რომ ისინი ეყრდნობიან მოსახლეობის უმრავლესობას, რომლებიც მხარს უჭერენ ამ სტრატეგიულ ამოცანას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კარლ ჰარცელის თქმით, „კონფერენცია „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“ ეხება აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხს – ომს უკრაინაში, რომელმაც ევროპაში და მთელ რეგიონში ტექტონიკური ცვლილებები გამოიწვია“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close