საზოგადოება

არც ტკივილს უჩივის, არც თავის დარტყმა ყოფილა, ექთნის მიერ პაციენტი ნანახი იყო საწოლში – ზურაბ ჩხაიძე გიული ალასანიას გამოეხმაურა

„გუშინ გავიმეორეთ „პისიარ“ ტესტი და უარყოფითი პასუხი მივიღეთ. კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით ტესტის პასუხი უარყოფითია. გადამოწმდა სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზი და ლაბორატორიული მონაცემების კუთხით გაუმჯობესებაა“,- განაცხადა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.

ჩხაიძე გამოეხმაურა სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის შესახებ და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაზიანება არ აღენიშნება, „არც ტკივილს უჩივის, არც თავის დარტყმა ყოფილა“.

„რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, ვესაუბრეთ საბადრაგო სამსახურს და პერსონალურ ექთანს, მათ მიერ გონების კარგვა ნანახი არ იყო. პაციენტის გადმოცემით, წამიერად დაკარგა წონასწორობა და ადგილი ჰქონდა დაცემას.

ექთნის მიერ პაციენტი ნანახი იყო საწოლში. მიხეილ სააკაშვილს არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. როგორც ის ამბობს, არც ტკივილს უჩივის, არც თავის დარტყმა ყოფილა. ზურგით მოხდა კედელთან შეხება. რაც შეეხება პარენტერალურ კვებას, პაციენტი უარს აცხადებს ინფუზიურ თერაპიაზე. პაციენტი თავს იკავებს. აკონტროლებს კალორაჟს, მისი კალორაჟი არის სადღაც 400-500 კალორიის ფარგლებში“,- აღნიშნავს ჩხაიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close