საზოგადოება

არც ერთ მთავარ გერმანულ საღამოს გამოშვებას არ გაშუქებია საქართველოს პრემიერის ვიზიტი, არც ერთ დიდ და მთავარ გერმანულ გამოცემაში არ დაწერილა სერიოზული და საგულისხმო სტატია აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით – ლევან ლორთქიფანიძე

ცხადია, უყურადღებობას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს: პატარა ქვეყანა ვართ, ევროპის შუაგულში ომი მიდის, ენერგოკრიზისი და ინფლაცია მძვინვარებს, გერმანიის ნაკრები ევრობასკეტზე დაფრინავს, ბრიტანეთს ახალი მონარქი ჰყავს, ძველის ნეშტს კი აქეთ-იქით დაატარებენ...

ლევან ლორთქიფანიძე:
“საქართველოს დელეგაციას უმაღლესი დონის შეხვედრები ჰქონდა გერმანიაში. ბ-ნი ღარიბაშვილი სამხედრო პატივით მიიღეს შოლცის ადმინისტრაციაში, შედგა შეხვედრა ფედერალურ პრეზიდენტთან, საათზე მეტ ხანს გაგრძელდა აუდიენცია ორი ქვეყნის მთავარ დიპლომატებს შორის.
პრემიერმა ისაუბრა რუსულ აგრესიაზე უკრაინაში, საქართველოს ოკუპაციაზე, ჩვენს ევროპულ მისწრაფებებზე…
მიუხედავად ამისა, არც ერთ მთავარ გერმანულ საღამოს გამოშვებას არ გაშუქებია საქართველოს პრემიერის ვიზიტი, არც ერთ დიდ და მთავარ გერმანულ გამოცემაში არ დაწერილა სერიოზული და საგულისხმო სტატია აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით.
ცხადია, უყურადღებობას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს: პატარა ქვეყანა ვართ, ევროპის შუაგულში ომი მიდის, ენერგოკრიზისი და ინფლაცია მძვინვარებს, გერმანიის ნაკრები ევრობასკეტზე დაფრინავს, ბრიტანეთს ახალი მონარქი ჰყავს, ძველის ნეშტს კი აქეთ-იქით დაატარებენ…
თუმცა, არ უნდა გამოგვრჩეს სხვა გარემოებებიც:
1. რატომ მოგაქცევს ევროპული პოლიტიკური კლასი, საზოგადოება და მედია ყურადღებას, როდესაც ყველაზე დიდი ვნებით და მონდომებით თორმეტ პუნქტზე ელაპარაკები. 12 პუნქტის შესრულება არის აუცილებლად მოსაგვარებელი ბიუროკრატიული საკითხი და დიდი მიდებ-მოდება, მსოფლიოს პრესასთან ამ თემის დეტალების განხილვა საჭირო არ არის.
2. გასაგებია გვიჭირს და ჩვენს უბედურებაზე უნდა ვისაუბროთ ყველგან, მაგრამ ერთხელ არ შეიძლება ვინმეს ევროპაში ვაგრძნობინოთ, რომ ის საკითხებიც გვაღელვებს, რაც ევროკავშირის დღის წესრიგს განსაზღვრავს. არ შეიძლებოდა, რომ პრემიერ-მინისტრი გამოხმაურებოდა ოლაფ შოლცის პრაღის გამოსვლას, შოლცამდე თავად ეხსენებინა პრაღის თეზისები, შოლცის კონცეფციის იმ ნაწილებზეც დაესვა აქცენტი, რომელიც მხოლოდ საქართველოს არ უკავშირდება. ან არ შეიძლებოდა ხაზი გაესვა უკრაინისთვის გერმანიის დახმარების განსაკუთრებული მნიშვნელობისთვის.
ანუ ერთხელ არ შეიძლება, რომ ქართველმა პოლიტიკოსმა მხოლოდ პროვინციული პერსპექტივიდან არ შეხედოს საკითხს და გლობალური ხედვის ნიშანწყალი დააჩნდეს? ეს ხომ ჩვენი პრობლემების დავიწყებას არ ნიშნავს! პირიქით, ასეთი ნიშნები წონას მატებს ჩვენს ხმას, უფრო სერიოზულად აღგვიქვამენ ამგვარი პოზიციების გამო.
3. შაბლონური ლოზუნგები სერიოზული პასუხების ნაცვლად… აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარია, სომხეთიც და მათ შორის მშვიდობა გვინდა. მხოლოდ ამას რომ ეტყვი ევროპულ პრესას… თან მათ ხომ არაფერი იციან ამ კონფლიქტზე, ხომ შეიძლება ოდნავ მეტი გააგებინო და ხაზი გაუსვა საქართველოს ნაციონალურ ინტერესს, რეგიონში რუსეთისა და თურქეთის გაძლიერების კვალდაკვალ სამხრეთ კავკასიის პრობლემებში დასავლეთის ჩარევის აუცილებლობას.
4. ევროპაში ყველაფერი მხოლოდ სამთავრობო დონეზე არ წყდება. პოლიტიკური კლასისა და სამოქალაქო საზოგადოების პოზიციას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. არ დამავიწყდება გფრ-ში უკრაინის ექს-ელჩის ანდრეი მელნიკის ისტერიკა და პროვოკაციები, კაცმა ყველაფერი იკადრა საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ღმერთამა დაგვიფაროს, რომ მელნიკის ბედში ვიყოთ… უბრალოდ, ამხელა ლევან იზორია რომ ხარ, ხომ შეიძლება, რომ რომელიმე გავლენიან გაზეთთან პრემიერის ინტერვიუ “გააჩალიჩო” და რამდენიმე სერიოზულ პარლამენტარს შეახვედრო. შეიძლება ზეგ გამოქვეყნდეს რაიმე… ნეტავ!
5. მთავარი მაინც ის არის, რომ ბ-ნ ღარიბაშვილს პოლიტიკოსის არანაირი მონაცემები არ აქვს, არანაირი… არ შეუძლია გამოთქვას აზრი დიპლომატიურად და მკაფიოდ, ვერ გრძნობს სად, რა და როგორ უნდა თქვას. ფეისბუქზეც კი არ დაუდია გერმანიაში თავისი ვიზიტის ამბები ნორმალურად”.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close