საზოგადოება

„არცერთი ვაქცინა არ გაფუჭებულა.. 200 ათას დოზას, ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა“

„არცერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული. ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას, დაახლოებით, 200 ათას დოზას, ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა. რეალურად, მათი ათვისების გარანტია ჩვენ გვაქვს“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის​ (FDA-ს) მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „ფაიზერის“ ვაქცინებს, დამატებით, 3 თვით გაუხანგრძლივდა ვაქცინაციის ვადა.

„ამ ვაქცინის ვარგისიანობა, 6 თვიდან, 9 თვემდეა გაზრდილი. აქედან გამომდინარე, ვაქცინების გაფუჭების რისკი არც არსებობდა და დღეის მდგომარეობით, უკვე სრულიად არის მოხსნილი“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close