საზოგადოება

არნახული წარმატება – დავით ღვინიანიძის ზღაპრული ცხოვრება და შემოქმედება

ხშირად გავიგონებთ ხოლმე, ბევრი მღერისო. თუ წარმოვიდგენთ, რამდენი ადამიანი ცხოვრობს მსოფლიოში და აქედან რამდენია აღიარებული და სახელგანთქმული მომღერალი, ადვილად წარმოვიდგენთ, რა რთულია გზა ნამდვილ ხელოვნებამდე. გზა, რომელიც დავით ღვინიანიძემ დიდი ხანია წარმატებით გაიარა.
მუსიკა ცხოვრებას ალამაზებს, განსაკუთრებით, საოპერო ჟანრი, რომელიც  მსოფლიო მუსიკის ელიტარული ნაწილია. თანამედროვე სამყაროს კულტურის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ ოპერაა, რომლის პოპულარიზაციაში უდიდესი როლი დავით ღვინიანიძესაც მიუძღვის. მისი სცენური ოსტატობა – მათ შორის, უმაღლესი ხარისხის ვოკალური წარმოდგენა, დღემდე იზიდავს და აღაფრთოვანებს  მაყურებელს. მისი ლირიკულ–დრამატულად ხავერდოვანი და დამათრობელი ხმა და ვოკალური დიაპაზონი უნიკალური მოვლენაა თამანედროვე მსოფლიოს საოპერო ხელოვნებაში. ლამაზი, მამაკაცური გარეგნობა კი მრავალფეროვანი ხასიათის პერსონაჟების განსახიერების საშუალებას აძლევს. ამიტომაც შედგება მისი საკონცერტო რეპერტუარი ასზე მეტი სხვადასხვა არიისგან.
დავითი მოგონებაში იხსენებს, თუ რატომ გადაწყვიტა ოპერის მომღერალი გამოსულიყო: „გადავწყვიტე საოპერო ხელოვნებას დავუფლებოდი, რადგან ეს ყველა ჟანრის სიმღერის შესრულების საშუალებას მომცემდა“ – აღნიშნავს მომღერალი.
დავით ღვინიანიძემ, დასმულ შეკითხვაზე – როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება მუსიკის გარეშე, მარტივად უპასუხა – მოსაყენი და უღიმღამო.
მან, ჯერ კიდევ 18 წლისამ, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში პირველი გამოსვლისას იგრძნო, რომ ეს ღვთისგან ბოძებული პროფესია იყო და უნდა გაფრთხილებოდა.
ბავშვობის პერიოდშიც კი, როცა ზაფხულობით სოფლად ჩასული მიწასთან და ცხოველებთან ბედნიერად ატარებდა დროს, ზუსტად იცოდა, რომ მისი მომავალი მუსიკის, სიმღერისა და სცენის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.
მისი პროფესიული საქმიანობა ისე მიდის, როგორც დაგეგმა: 2021 წელს დააარსა „დავით ღვინიანიძის სახელობის ვოკალის აკადემია“, სადაც უამრავი მოსწავლე ეუფლება ვოკალის გაკვეთილებს როგორც ადგილზე, ისე ონლაინფორმატით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
პოპულარული საბავშვო მუსიაკალური პროექტი „გზა კარნეგი–ჰოლისკენ“ ბრუნდება და უფრო მასშტაბური ხდება.  ეს პროექტი იმითაცაა გამორჩეული, რომ სოლიდური ფულადი პრემია გაიცემა და  კონკურსანტების კარიერაზე მუსიკალური აგენტები ზრუნავენ.
დავითი არაერთ დიდ სცენაზე გამოსულა:  კარნეგი–ჰოლი, ჰელიკონ–ოპერა, მოსკოვის ახალი თეარტი – მისი წარმატების თანაზიარნი არიან.  მისი შესრულებული საოპერო არიები მსმენელის ემოციაზე  მართლაც საოცრად მოქმედებს –  ამშვიდებს, აღაფრთოვანებს, განწყობას ამაღლებს, შთაგონების წყაროდ იქცევა და შესაძლოა თვალზე ცრემლიც კი მოგგვაროს.  ჰარმონიულ მუსიკას დამძიმებული სულის ხსნაც შეუძლია და სწორედ ესაა დავითის ხელოვნების ერთ–ერთი დანიშნულება სამყაროში. ვისაც სიმღერა ან სიმღერით ტკბობა შეუძლია, ესე იგი, აცნობიერებს კიდეც, რომ ეს ღვთისგან ბოძებული დიდი განძია.
მიუხედავად  იმისა, რომ დავითის კარიერა მსოფლოს სხვადსხვა ქვეყნის დიდი სცენის ნაწილია,  მისი საფიქრალი საქართველოა. მას არასდროს არ ავიწყდება ქუთაისისა და ბათუმის საოპერო თეატრის სცენები, სადაც სოლისტის წარმატებული  წლები გაატარა. მოკლედ თუ ვიტყვით, ვინ არის მსოფლიოში ცნობილი ბარიტონი დავით ღვინიანიძე, ნათქვამს არაფერი დააკლდება:
პროფესიული  აღიარება და  შეფასება – „მსოფლიო ოპერის ვარსკვლავი“ და „ რუსული ოპერის კარუზო“;
საქველმოქმედო ფონდ „მსოფლიო  ტალანტების“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
საბავშვო მუსიკალური პროექტის „გზა კარნეგი –ჰოლისკენ“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
„აკადემიური ვოკალის კონკურსის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი (ამერიკა).
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „საერთაშორისო საშობაო მუსიკალური ფესტივალი კარნეგი –ჰოლის სცენაზე“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი;
„დავით ღვინიანიძის სახელობის მუსიკისა და სახვითი ხელოვნების  „DG კულტურული ცენტრის” დამაარსებელი და ხელმძღვანელი  (2019 წ. ამერიკა).
„დავით ღვინიანიძის  სახელობის ვოკალური აკადემიის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი (2021 წ. აშშ.).
„დავით ღვინიანიძის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრი ფილადელფიაში“ – მიმდინარე პროექტი. ( გახსნის სხვა ცენტრები:  ბოსტონი, ნიუ–ჯერსი, ნიუ–იორკი, მაიამი).
გაეროს მედლის მფლობელი  “კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის” (2007 წ.).
მსოფლიო საზოგადოებრივი ფორუმის “ცივილიზაციათა დიალოგი“  საპატიო წევრი (როდოსი, 2006 წ.).„ნიუ–იორკის წარმატებული ქართველების“ პრემიის მფლობელი (2013 წ.).
2005 წ. –  დავით ღვინიანიძის ვარსკვლავის გახსნა მოსკოვში.
რუსეთის თეატრთა ასოციაციის ჯილდო  ოქროს მედალი “მეცენატობისთვის”.
ბათუმის ოპერის ხელოვნების ფესტივალის აღმდგენი ( 2013 წ.).
„ქუთაისის ოპერის საერთაშორისო ფესტივალი“ დამაარსებელი (2018წ).
დავით ღვინიანიძის სახელი შეტანილია ენციკლოპედია „ჩვენი ათასწლეულის ხალხში“. (2007 წ.);
დავით ღვინიანიძის ბიოგრაფია შეტანილია შვეიცარიის საერთაშორისო გამომცემლობის ენციკლოპედიაში „ვინ ვინ არის“ (2013 წ.);
წარმატება ამ სასახელო ქართველს, საქართველოს სახე–სიმბოლოს, რომელსაც თავისი სამშობლოს სახელი შორს გააქვს და აცნობს მსოფლოს.

 

 

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close