პოლიტიკა

არასდროს მესმოდა სიტყვათა კომბინაცია „სამძიმარზე ვიღაცასთან ერთად ვერ მივალ“, არც პირად, ადამიანურ ცხოვრებაში მესმის ასეთი რამე და არც პოლიტიკურ ცხოვრებაში გავიგებ ამას – ხვიჩია უკრაინაში საქართველოს დელეგაციის წასვლასთან დაკავშირებით

საპარლამენტო ცხოვრების ნაწილია როგორც ერთობლივი, ისე ცალ-ცალკე ვიზიტები,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„საპარლამენტო ცხოვრების ნაწილია როგორც ერთობლივი, ისე ცალ-ცალკე ვიზიტები. მე არასდროს მესმოდა სიტყვათა კომბინაცია „სამძიმარზე ვიღაცასთან ერთად ვერ მივალ“, არც პირად, ადამიანურ ცხოვრებაში მესმის ასეთი რამე და არც პოლიტიკურ ცხოვრებაში გავიგებ ამას“,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან და დაუდასტურა უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close